ქართველი პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან
ქართველი პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან
პოლიტიკოს ქალებს პირად ცხოვრებაში ნაკლებად უმართლებთ. არავინ იცის, ეს რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი უმეტესობა მარტოხელა დედაა. "ambebi.ge" სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

ნინო კალანდაძე
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნინო კალანდაძეს 4 წლის ვაჟი ჰყავს, პატარას ნინოს მამის სახელი ჰქვია და დედის გვარს ატარებს, ზუკა კალანდაძის მამის ვინაობა უცნობია. ნინო ბავშვს მარტო ზრდის, პატარა ზუკა 2.500 გრამი დაიბადა. ის 40 დღის იყო, როცა გაქრისტიანდა, მისი ნათლიები ნინო კალანდაძის ბავშვობის მეგობარი თამუნა ქურთუბაძე, ნიკა გვარამია, ლევან ბეჟაშვილი და მეუფე პეტრე
არიან.

მარიკა ვერულაშვილი
დეპუტატ მარიკა ვერულაშვილს უკვე დიდი ქალიშვილი ჰყავს. სალომე ცნობილაძე ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლება თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, მარიკა ვერულაშვილი ქმარმა მაშინ მიატოვა, როცა სალომე დაიბადა. შესაბამისად, ბავშვის აღზრდა მარტო მოუწია. მარტოხელა დედას პატარა სალომეს გაზრდაში ოჯახი ეხმარებოდა. რამდენიმე წლის წინ მარიკა ვერულაშვილმა ოჯახი შექმნა, მისი მეუღლე ბიზნესმენი სოსო ჩხაიძე გახლავთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ, წინასაარჩევნოდ დააპატიმრეს. ის შემოვლითი რკინიგზის საქმეში იყო ჩართული. ამბობენ, რომ სწორედ მეუღლის დაპატიმრება გახდა მარიკა ვერულაშვილის "ნაციონალებიდან" წამოსვლის მიზეზი.

ეკა ბესელია
დეპუტატი ეკა ბესელია ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა არ გაუმართლა და ორი შვილის აღზრდა მარტოს მოუწია. მას
ვაჟი რატი მილორავა და 12 წლის ქალიშვილი ლიზი გუბელაძე ჰყავს. რატი მილორავა ხშირად ხვდება სკანდალებში, ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როცა ქობულეთში ერთ-ერთ ბარში, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხება პატარა ლიზის, ის მოდელობს და მღერის. გასულ წელს კი "მის ევრაზიის" ტიტულის მფლობელი გახდა. განაგრძეთ კითხვა
819
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?