"რას იტყვის ხალხი? ოჯახის ხათრით უნდა მოითმინო - მხოლოდ ეს ფრაზები მესმის ყველგან..."
"რას იტყვის ხალხი? ოჯახის ხათრით უნდა მოითმინო - მხოლოდ ეს ფრაზები მესმის ყველგან..."
ამ აქციას, რომელიც ზუგდიდში მოეწყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"ზუგდიდი
2018 წლის 8 მარტი...
ფეხსაცმელები ყვებიან ამბავს ყველა იმ ქალის ნაცვლად, ვისაც თვითონ არ შესწევს ძალა ხმამაღლა ისაუბროს... ვინც ვერ აიმაღლებს ხმას იმაზე, რომ სცემენ, იმაზე, რომ „აბა რა გეგონა“, იმაზე, რომ ქალი უნდა დაემორჩილოს ქმარს, იმაზე, რომ „რას იტყვის ხალხი“!

მარი, 18 წლის (ოჯახში ძალადობის მსხვერპლი)
წუხელ მცემა ქმარმა. მე კი არ შემიძლია ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგო. რას იტყვის ხალხი?! რას იტყვიან ნათესავები?! ოჯახის ხათრით უნდა მოითმინო - მხოლოდ ეს ფრაზები მესმის ყველგან.
ვერ ვახერხებ დუმილის დარღვევას!

ლიკა, 31 (33) წლის
აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს, იმიტომ, რომ 2016-ში ქმარმა მომკლა!

ნანა, 70 წლის (პენსიონერი)
რაც პენსიაზე გავედი, უფუნქციოდ დავრჩი, ჩემს პენსიასაც კი ვერ ვხარჯავ ჩემი საჭიროებმისამბრ. ოჯახის წევრები მართმევენ ხოლმე, შენ მაინც არ გჭირდებაო.

ნინო, 45 წლის (გარემოვაჭრე)
არასდროს მაქვს ჩემი თავისთვის დრო. დღეს აქციაზეც ვერ ვახერხებ მოსვლას, ერთი საათიც რომ მოვწყდე სამუშაოს, ოჯახი მშიერი დამრჩება. მათი ერთადერთი მარჩენალი ვარ..."
mshoblebi
796
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?