"ჩვენი სახლის სახურავი ქარმა წაიღო... სავარაუდოდ ამით არ დამთავრდება..."
"ჩვენი სახლის სახურავი ქარმა  წაიღო... სავარაუდოდ ამით არ დამთავრდება..."
"დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯანის ქუჩა პრაქტიკულად არ არსებობს.... ჩვენი სახლის სახურავი წაიღო... სავარაუდოდ ამით არ დამთავრდება..." - ამის  შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქგვერდზე მამა პეტრე ავრცელებს. 
mshoblebi
საერთო ჯამში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად 16:00 საათიდან 21:00 საათის მონაცემებით, 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარეგანათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი დაზიანდა.  ოფიციალური მონაცემების თანახმად, სტიქია უტევს რეგიონებსაც, კერძოდ: შიდა ქართლში, 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. აჭარაში დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი.

იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში წვიმის
შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.

მცხეთა-მთიანეთი - მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

4488
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?