თბილისში ძლიერი ქარის შედეგად 100-ზე მეტი სახლი დაზიანდა...
"დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯანის ქუჩა პრაქტიკულად არ არსებობს.... ჩვენი სახლის სახურავი წაიღო... სავარაუდოდ ამით არ დამთავრდება..." - ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქგვერდზე მამა პეტრე ავრცელებს.
საერთო ჯამში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად 16:00 საათიდან 21:00 საათის მონაცემებით, 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარეგანათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი დაზიანდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სტიქია უტევს რეგიონებსაც, კერძოდ: შიდა ქართლში, 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. აჭარაში დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი.
იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.
მცხეთა-მთიანეთი - მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.