მისი მეუღლის ფოტოებიც ინტერნეტშიც თითქმის არ მოიპოვება მომღერალი, მოდელი და ახლა უკვე ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.. საკმაოდ პატარა, 17 წლის იყო, როცა გათხოვდა, არც მაშინ და არც დღეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მეტიც, მისი მეუღლის ფოტოებიც ინტერნეტშიც თითქმის არ მოიპოვება.
არადა, მომღერლის მეუღლის გარშემო ინტერესი არ ნელდება.
ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, თუმცა მათი ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს, როცა მის შესახებ საუბრობენ, ამიტომ საჯარო ადგილებში გამოჩენას ყოველთვის ერიდება.
დღეს ამ მხრივ გამონაკლისი მოხდა, თიკამ თავად გამოაქვეყნა ფოტო მეუღლესთან ერთად ისრაელიდან, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თიკა ბიჭების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული.. "ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში, დედა ვარ. ძალიან რთულია, მაგრამ მომუშავე და დატვირთულმა მშობელმა შეიძლება, დრო დაუთმოს საკუთარ შვილებსაც და კარიერასაც. რაღაცები გეპარება, შეცდომებს უშვებ, მერე კი, მომდევნო შვილებზე ცდილობ ხარვეზების გამოსწორებას. ბევრი რამ მეც მეპარება, ჩემი შვილების ყოველდღიურობიდან, რადგან იმ მომენტში მათთან ერთად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, შეთავსება შესაძლებელია და ეს ორი რამ ერთმანეთს ძალიან ავსებს."- ამბობს თიკა "რადიოს ფორტუნასთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ეს კი ადრინდელი ფოტოა
თეკლა ჟვანია.