ჰობიდან რეალური შემოსავლის წყარომდე
ჰობიდან რეალური შემოსავლის წყარომდე
რამდენიმე წელია, ინტერნეტ-კონცეფციის მაღაზიები ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ისინი მომხმარებელს მრავალფეროვანი ნივთების დიდ ასორტიმენტს სთავაზობენ და საშუალებას აძლევენ, რომ ხელმისაწვდომ ფასად განსხვავებული და ამავდროულად, საჭირო პროდუქცია შეიძინონ.
ამ ყველაფრის მიღმა კი კრაფტის მასალაზე მომუშავე ჯგუფი დგას, რომელთა რიგებიც ახალი, მოტივირებული კადრებით დღითი-დღე ივსება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი პროცესის მიღმა დიდი შრომა და მოთმინება იმალება, კრაფტერობა საკმაოდ მოთხოვნად და საინტერესო საქმიანობად ითვლება.
კრაფტის კეთება დამატებითი შემოსავლის მიღების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. თუმცა, თუ კრაფტერი სათანადო შრომას ჩადებს ამ საქმეში, ის
შეიძლება საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მომტანი გახდეს და ადამიანის ძირითად საქმიანობადაც კი იქცეს. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა სხვადასხვა არხითაა შესაძლებელი. კრაფტერების უმეტესობა საკუთარ პროდუქციას ონლაინმაღზიებისა და სოციალური ქსელების საშუალებით ყიდის. ეს კი კრაფტზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. რადგან სახლიდან გაუსვლელადაც კი შესაძლებელია უნიკალური და ინდივიდუალური ხელწერით ორიგინალური ნივთების შექმნა. კრაფტერები იღებენ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც.
mshoblebi
ხელნაკეთი ნივთების ცნობილი სპეციალისტები დამწყებ კრაფტერებს ურჩევენ:
• სწორად შეარჩიე სტრატეგია. შექმენი რაღაც ისეთი, რაც გარშემომყოფებს მაქსიმალურად გამოადგებათ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პროცესი სასიამოვნოა, არ ნიშნავს, რომ მას ხალხი ნამდვილად იყიდის.
• იმუშავე ყოველდღიურად, მაგრამ მოთმინება იქონიე. ბიზნესი ერთ ღამეში არ იზრდება. გამოიჩინე მოთმინება
და წარუმატებელ დღეებს აუცილებლად წარმატება მოჰყვება.
• იყავი განსაკუთრებული და უნიკალური. ხელნაკეთი ნივთების გასაკეთებლად იყიდე ისეთი მასალა, რომელიც აქამდე არავის შეუმჩნევია. აღმოჩინე ახალი ნივთები და იფიქრე შეთავაზების გამრავალფეროვნებაზე.
mshoblebi
ბოლო პუნქტი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ბაზარზე მოთხოვნასთან ერთად, იზრდება კონკურენციაც. მთავარი ორიგინალური მიდგომა და ისეთი ნივთების შერჩევაა, რომლებიც ნამდვილად მოიგებს მომხმარებლის გულს.
სურვილთან ერთად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, სად შეიძლება კრაფტის მასალების შეძენა. ქართულ ბაზარზე კრაფტის გამორჩეულ ასორტიმენტს ”ბიბლუსი გალერეა” გთავაზობთ. მაღაზია იმდენად მრავალფეროვან და ორიგინალურ ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს, რომ წარმოუდგენელია კრაფტერმა მისთვის საჭირო და საინტერესო ატრიბუტი ვერ აღმოაჩინოს.
შეიძლება, გინდათ ხელსაქმით დაკავდეთ და ორგინალური ნივთები შექმნათ, მაგრამ გამოცდილების უქონლობის გამო ამ ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ. ”ბიბლუსი გალერეა” თავისი გამოცდილი კრაფტის სპეციალისტებით ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ისინი საჭირო მასალების შეგარჩევინებენ და სრულიად უფასოდ გასწავლიან, როგორ გააკეთოთ სასურველი ნივთი.
mshoblebi
კრაფტის კეთებასთან დაკავშირებული უპირატესობებისა და სირთულეების მიუხედავად, ერთი რამ ცხადია - იყო კრაფტერი, ნიშნავს, იმუშაო თავისუფალი გრაფიკით და ამავდროულად საყვარელი საქმიანობა, ერთი შეხედვით ჰობი, რეალურო შემოსავლის წყაროდ აქციო.
ასევე შეგიძლიათ ნახოთ კრაფტზე მუშაობის ვიდეოგაკვეთილები ბმულზე.

1867
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?