რა გეგმები აქვს "ცოდნა ფულიას" გამარჯვებულ ლაშა სამჭკუაშვილს - მშობლები

რა გეგმები აქვს "ცოდნა ფულიას" გამარჯვებულ ლაშა სამჭკუაშვილს

2018-03-13 21:51:12+04:00

"ჩემი ოჯახის წევრებს რომ დაურეკეს და უთხრეს, გაიმარჯვაო, არ სჯეროდათ..."

25 წლის ლაშა სამჭკუაშვილი, რომელიც "ტელეიმედის" შოუს "ცოდნა ფულიას" გამარჯვეული და 25 000 ლარის მფლობელი გახდა, სამედიცინო იუნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ამჟამად "ჯოენის" კლინიკაში ექთნად მუშაობს, მომავალში კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგობას გეგმავს. ბუნებრივია, ასეთი დასამახსოვრებელი გამარჯვების შემდეგ, ლაშა სრულიად საქართველოსთვის სინტერესო ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც ამჯერად mshoblebi.ge -ს მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს:

- როგორ შეხვდენ შენს გამარჯვებას ოჯახის წევრები?

- ძმა მყავს. სწორედ მან დაურეკა ოჯახის წევრებს ჩემი გამარჯვების შესახებ და არ დაუჯერეს, სანამ მე თვითონ არ დაველაპარაკე. პატარა იმედი ყველას ჰქონდა, მაგრამ გამარჯვებას არავინ ელოდა, მათ შორის არც მე. ახლობლების რეაქციები არ მახსოვს, მთვრალი ვიყავი. მეგობრებთნ ერთად აღვნიშნე გამარჯვება და მერე მივედი სახლში.

- გამარჯვების მოსაპოვებლად, საკუთარი ინტელექტის გარდა, რამდენად გადამწყვეტი აღმოჩნდა შენთვის იღბალი?

- პირველ რიგში გადამწყვეტი იღბალი იყო, მერე უკვე სხვა დანარჩენი. ჩემი აზრით, ასეთ დროს უნდა გაგიმართლოს.

- როგორი იყო გამარჯვების შემდეგი დღე?

- ჯერ ხომ გადაცემის ჩაწერა იყო და სანამ ეთერში გავიდოდა ეს ყველაფერი ჩემმა ახლობლებმა უკვე იცოდნენ. აი, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ უამრავი ადამიანი მილოცავდა, რაც ძალიან მახარებდა.

- აღნიშნე, რომ მოგებული თანხით აპირებ იაპონიაში წასვლას. გეგმები ხომ არ შეგიცვლია?

- დიდი ალბათობით, წავალ.

- გამარჯვების შემდეგ ბევრს აინტერესებს, როგორ სწავლობდი სკოლაში?

- სკოლაში, უნივერსიტეტისგან განსხვავებით, კარგად ვსწავლობდი. მაინტერესებდა მათემატიკა, გეოგრაფია ისტორია.

- როგორც ცნობილია, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგობა გსურს. როდის გადაწყვიტე ექიმობა?

- მე-12 კლასში გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩამებარებინა. პატარა ასაკში არ მიფიქრია იმაზე, რომ ექიმი გავმხდარიყავი.ზოგადად, ბავშვობაში ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მაგალითად კოსმონავტობაზე.

- შენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია საქართველოში ექიმობა და პირადად შენ რას ელოდები შენი პროფესიისგან?

- ამ პროფესიით საქართველოში რამეს რომ მიაღწიო, ან ძალიან მაგარი უნდა იყო, ან ნაცნობი უნდა გყავდეს.

რუსკა კილასონია