7 თვის წინ შეეძინა შვილი და მალე მიხვდა, რომ საკმარისზე ბევრად მეტი რძე ჰქონდა ორი შვილის დედამ - რაფაელა ლამპრუმ, საკმაოდ სოლიდური თანხა იშოვა საკუთარი რძის კულტურისტებისთვის მიყიდვით, რომლებმაც ის სტეროიდებს ამჯობინეს.
რაფაელას ბიჭი 7 თვის წინ შეეძინა და მალე მიხვდა, რომ საკმარისზე ბევრად მეტი რძე ჰქონდა. "რძის ბოთლებს მთელი საყინულე ეკავა და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა მისთვის", - ამბობს რაფაელა.
დასაწყისში 24 წლის დედა უბრალოდ არიგებდა და ჩუქნიდა რძეს იმ მეძუძურებს, რომლებსაც ის არასაკმარისად ჰქონდათ. შემდეგ კი სოციალურ ქსელში მას "ბოდიბილდერები" და "ფეტიშისტები" გამოეხმაურენ. ისინი ამბობდნენ, რომ ქალის რძე კარგად მოქმედებდა კუნთოვანი მასის გაზრდაზე.
იმდენად რამდენადაც ბაზარზე დიდი მოთხოვნა იყო, ლამპრუმ დღეში 2 ლიტრი რძის გაყიდვა გადაწყვიტა და საერთო ჯამში 500 ლიტრის რეალიზება მოახდინა. ეს კი 6000 დოლარზე მეტი აღმოჩნდა.
დღესდღეობით რაფაელა, რომელიც ქმართან და 2 ბიჭთან ერთად ცხოვრობს, ბავშვსაც კვებავს და არც ბიზნესს ღალატობს. ის აღიარებს, რომ ამ საქმემ "ჩაითრია".
მყიდველები რაფაელას სპეციალურად შექმნილი ფეისბუქჯგუფის და საიტის დახმარებით პოულობენ. მას ანალიზების ჩაბარებაც კი სთხოვეს, რომელმაც უჩვენა, რომ იგი არც სვამს და არც ეწევა.
სპორტული დიეტოლოგი ბრაინ სენტ-პერი ამბობს, რომ კულტურისტები დედის რძეს მისი მაღალი კალორიულობის და საუკეთესო საკვები ღირსებების გამო სვამენ. რადგანაც ის სასარგებლოა ბავშვისათვის, ასევე კარგი უნდა იყოს დიდებისთვისაც - ამბობენ "ბოდიბილდერები", თუმცა ეს თეზისები გამოკვლევებით დადასტურებული არ არის. უფრო მეტიც, თუკი ქალი ცუდად იკვებება და მავნე ჩვევებიც აქვს, მისი რძე შესაძლოა მავნებელიც კი აღმოჩნდეს.