ძიძა ამტკიცებდა, რომ ფოტოებზე სხვა ქალი იყო დაფიქსირებული მსახიობ ანა ხილკევიჩს, ძიძებში არ გაუმართლა. მას 2 წლის გოგონა ჰყავს და მეხუთე ძიძის გაგდება მოუწია. მისი თქმით, ბოლო ძიძა პატარას სიცოცხლისათვის საშიშ ქმედებებს სჩადიოდა.
"მას შეეძლო, ტილოთი, რომელსაც მაგიდას წმენდდა, ბავშვისათვის სახე მოეწმინდა. გამუდმებით ვეუბნებოდი, რომ საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანად ბავშვის ეტლი გამოეყენებინა. ისიც თავს მიქნევდა და მეთანხმებოდა, თუმცა სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით ჩემმა მეგობარმა დააფიქსირა ფოტოებზე, ხელში აყვანილი მოარბენინებდა ბავშვს შუა ქუჩაში და ისეთ ადგილებზე კვეთდა ქუჩას, სადაც გადასვლა აკრძალულია - ბავშვს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა".
ყოველივე ამის შემდეგ ძიძას ეყო თავხედობა და სიმართლის აღიარების ნაცვლად ურცხვად განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია და ფოტოსურათზეც სხვა იყო დაფიქსირებული.
ყველაფერმა ამან ანა სასტიკად გააცხარა და ძიძაც სასტიკი სკანდალით გააგდო სახლიდან. მისივე თქმით, ეს უკვე მე-5 ძიძა იყო. ახლა მათთან მშვენიერი ქალბატონი მუშაობს და ანასაც პრობლემები აღარ აქვს.
"ჩემი აზრით, ძიძა უბრალოდ ჭკვიანი უნდა იყოს და ყველაფერი კარგად იქნება. ეს ნამდვილად ოქროს წესია", - დარწმუნებულია ანა.