ამ ფოტოებმა მსოფლიო მოიარა ჰადია ჰოსნი ელ-საიდმა ეს ფოტოები თავისი ბინის აივნიდან გადაიღო - შარმ-ელ-შეიხის ჩრდილოეთით, ქალაქ დეხაბში. ფოტოებზე ჩანს, როგორ გამოჰყავს ზღვიდან მამას ახალშობილი.
მერე ჩნდება დედა, რომელიც თითქოსდა მხოლოდ საბანაოდ შევიდა.
ჰადიას თქმით, ხანდაზმული კაცი ექიმია, რომელიც წყალში მშობიარობაზეა სპეციალიზებული და სავარაუდოდ, ეს პროცედურა დაგეგმილი და განზრახული იყო.
როგორც თვითმხილველი ამბობს, ბავშვის დედა რუსია. ჯერ ცურავდა, მერე კი დაეწყო შეტევები, მისი ქმარი და ექიმიც შევიდნენ წყალში და მშობიარობა მიიღეს. მშობიარობის მერე პლაცენტა თასში მოათავსეს, ბავშვი კი მოუჭრელი ჭიპლარით გამოიყვანეს. პლაჟზე მას კიდევ ერთი ბავშვი ელოდა - უფროსი ძმა.