გიორგი ნაზარიშვილი: "ღალატი და მსგავსი რამ ძალიან შორს არის ჩემგან..." - მშობლები

გიორგი ნაზარიშვილი: "ღალატი და მსგავსი რამ ძალიან შორს არის ჩემგან..."

2018-03-14 16:28:04+04:00

"მის ბოლოდროინდელ საქციელს არანაირად არ ვამართლებ!" "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული კატოს და სანდროს რომანის გამოც იყო... ვინაიდან სერიალის სეზონი დაიხურა, მაყურებელი ინტერესით ელის, გაგრძელდება თუ არა რომანი, რომლის გამოც კატო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და არც სანდროსთვის დაუკლიათ აგრესია... გვესაუბრება სანდროს როლის შემსრულებელი გიორგი ნაზარიშვილი:

- თქვენი გმირი სერიალში ყველაზე გაწონასწორებული იყო, მაგრამ ბოლო დროს განსჯის საგანი გახდა... თქვენ თვითონ როგორ უყურებთ თქვენი გმირის საქციელს?

- როგორც როლს, ისე აღვიქვამ, არაფერი განსაკუთრებული... რეალურ ცხოვრებაში ჩემი გმირ საერთოდ არ მგავს. ბოლო ისტორიას ვგულისხმობ: ღალატი და მსგავსი რამ ძალიან შორს არის ჩემგან... საერთოდ კი ჩემი გმირი მომწონს. რომ არ მომწონდეს, არც ვითამაშებდი. უბრალოდ მის ბოლოდროინდელ საქციელს არანაირად არ ვამართლებ!

"უთავმოყვარეო და ამორალური ქალი ხარ" - ნინო გაჩეჩილაძეს ცოლიან კაცთან ფლირტის გამო ლანძღავენ

- საზოგადოება აღაშფოთა მისმა საქცელმა და აგრესია თქვენზეც ხომ არ გადმოვიდა, პიროვნულად?

- არა... ჯერჯერობით აგრესია არ ყოფილა. უბრალოდ, რამდენიმე გულისტკივილით მითხრა, მარტო შენ იყავი კარგი პერსონაჟი და ბოლოს როგორ აურიეო...

mshoblebi

- ვიცი, რომ მსახიობები არ ხართ წინასწარ ინფორმირებული, მაგრამ თქვენი ინტუიციით, თუ გაგრძელდება სანდროს და კატოს რომანი?

- წარმოდგენა არ მაქვს, სცენარისტი რას გადაწყვეტს... ლოგიკურად უნდა გაგრძელდეს, მე ასე მგონია...

- ისე, კატოსნაირი ქალი რეალურ ცხოვრებაში თუ მოგხიბლავდათ?

- არა! ცუდი პიროვნება არ არის, მაგრამ მე არ მომეწონებოდა სერიოზული ურთიერთობისთვის და გასართობად, კი ბატონო...

- ფილმში ვინც არის თქვენი მეუღლე?

- ისეთი ქალი, ალბათ კი...

მანანა გაბრიჭიძე