როცა სამშობიარო ტკივილი დაეწყო ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა. როცა სამშობიარო ტკივილი დაეწყო ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა.
21 წლის ინგლისელი შარლოტა ტომპსონი მთელი ღამე ტკივილისგან იტანჯებოდა, გამაყუჩებელიც დალია, მაგრამ ტკივილი ძლიერდებოდა. ერთ საათში კი გულისრევა დაეწყო, საწოლიც სისხლით მოესვარა... "მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა და "სასწრაფო" გამოვიძახე".
საავადმყოფოში მისულს, ექიმებმა ფეხმძიმობა დაუგდინეს. რეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდა და გოგონამ არ იცოდა, ბავშვს თუ ელოდებოდა. "ექიმებს ვეკამათებოდი, არანაირი ფეხმძიმობის სიმპტომი არ მქონდა".