რუსი ტურისტის მიერ გადაღებული ვიდეო და ნაამბობი გუდაურში მომხდარი ინციდენტის დროს, როგორც იცით, 10 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც თვითმხილველებმა გადაიღეს. ეს ვიდეო რუსი ტურისტის მიერ არის გადაღებული.
დაშავებულთა შორის ერთი ორსული ქალბატონია, შვედეთის მოქალაქე. რუსეთის 4 მოქალაქეა ასევე დაზარალებულებს შორის. როგორც ჩანს, შემთხვევას რუსეთის რამდენიმე მოქალაქე შეესწრო და სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდა მათი ნაამბობი. აი, ერთ-ერთი მათგანი:
"კატასტროფა გუდაურში! საბაგიროს მომსახურე პერსონალის გულგრილობამ და შეცდომამ გამოიწვია საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა და ის უკან დატრიალდა. ბევრმა ადამიანმა მიიღო ტრავმა, რომლებიც ნამდვილ "ხორცსაკეპ მანქანაში" აღმოჩნდნენ ერთმანეთს მიჯახებული სავარძლების გამო. ბევრს აქვს მოტეხილობები მათ შორის, ვინც მოასწრო ან მოიფიქრა გადმოხტომა.
საბაგიროს გაჩერება მხოლოდ 1,5-2 წუთის შემდეგ მოახერხეს. მაშველები ადგილზე 7-8 წუთის შემდეგ გამოჩნდნენ. პირველ დახმარებას დაზარალებულებს ადგილზე მყოფი ადამიანები უწევდნენ..."