ილია მეორემ ეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი არის სიყვარული. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვცეს სიყვარული და ღვთის წყალობა. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა პატრიარქმა და მრევლს მოუწოდა, ეს უკანასკნელი ფრაზა სამგზის გაიმეორონ.
წაიკითხეთ ასევე:
ილია მეორე - მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ
"დიდი ტვირთი დააწვა ქალს" - ილია მეორემ საშობაო ეპისტოლე ოჯახს მიუძღვნა