როგორ გაუღვიძონ მათ წიგნების მიმართ ინტერესი მშობლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ შვილებს თავისუფალი დროის დაგეგმვაში. როგორ გაუღვიძონ მათ წიგნების მიმართ ინტერესი და როგორ გახადონ შემეცნების პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო. პატარებისთვის თამაში ყველაზე სასიამოვნო პროცესია, ამიტომ სწავლა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი რომ არგახდეს, საჭიროა თამაშის ელემენტებით მივაწოდოთ ასაკობრივად აუცილებელი ინფორმაცია და სწორად შევურჩიოთ წიგნები. ამ მხრივ პალიტრა L - ის მიერ ერთ-ერთ სერიაში „ვისწავლოთ თამაშ-თამაშით“ გამოცემული წიგნები ნებიმიერი პატარის ყურადღებას ადვილად მიიპყრობს. მაგ. 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის „ვისწავლოთ თამაშ-თამაშით რიცხვები“ საუკეთესო არჩევანია. ჯადოსნურ ყუთში რიცხვების საოცარ სამყაროსთან ერთად ულამაზესი ნახატებით გაფორმებული წიგნი და მასში მოთხრობილი 10 სახალისო ამბავი იმალება. ფაზლების დახმარებით კი პატარები ბარათებს თავის წყვილებს მოუძებნიან. ამ ფორმით მშობლებიც და მასწავლებლებიც მარტივად შეძლებენ ბავშვებს შეასწავლონ რიცხვები, თვლა და ლექსები. ამავე სერიაში გამოვა სასწავლო ყუთი: „ვისწავლოთ თამაშ - თამაშით თვეები“, რომელშიც არის სახალისო ლექსები თვეებზე და ილუსტრირებული ბარათები თამაშისთვის.
პალიტრა L-მა სამაგიდო თამაშიც შემოგვთავაზა: „მემო თამაში გუნდასთან ერთად“, რომელიც არამხოლოდ პატარებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც საინტერესო და სახალისოა. მისი დახმარებით ბავშვს უვითარდება მეხსიერების, დაკვირვების და კონცენტრაციის უნარები. ყუთში 24 წყვილი (სულ 48) ბარათია და თამაშის მიზანია, რაც შეიძლება მეტი, წყვილი ბარათის პოვნა.თამაშის დასაწყებად აუცლებელია ყუთში მოთავსებული ბარათების არევა და მაგიდაზე უკუღმა განთავსება.
პირველიმოთამაშეიწყებს 2 ბარათისმობრუნებას. იმ შემთხვევაში თუ ამობრუნებული ბარათები აღმოჩნდა ერთნაირი, მოთამაშე მათ ცალკე ინახავს. თუკი მოთამაშემ წყვილი ბარათი იპოვა, აგრძელებს თამაშს და ისევ გადმოაბრუნებს 2 ახალ ბარათს. თუ ბარათები არდაემთხვევა ერთმანეთს, მოთამაშე მათ აბრუნებს საწყის პოზიციაზე და სვლა გადადის ახალ მოთამაშეზე. თუკი ბავშვებისთვის 48 ბარათით თამაში გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, შესაძლოა იმდენი წყვილის ამორჩევა, რამდენსაც მიზანშეწონილად ჩათვლიან მომხმარებლები.
გარდა იმისა, რომ სასწავლო ყუთები ბარათებით და მემო თამაში გუნდასთან ერთად არაჩვეულებრივი შენაძენია საკუთარი შვილებისთვის, ასევე გამორჩეული და სასიამოვნო საჩუქარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ახლობელი ბავშვისთვის. მათში გადმოცემული ილუსტრირებული და ფერადი სამყარო ხომ ყველაზე მეტად დაეხმარება პატარებს სამყაროს შემეცნებაში. ასევე არაჩვეულებრივი რესურსია ბაღისა და სკოლის მასწავლებლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სასწავლო რესურსების და სამაგიდო თამაშის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად „ბიბლუსის“ ფილიალებშია შესაძლებელი.