"მოდელი ვარ და დიდი ხნით, ბუნებრივი კვება მკერდის ფორმებს აფუჭებს, ამიტომ რძე გავიშრე" მოდელი თამო ვაშალომიძე ერთი თვის წინ, პატარა სოფიას დედა გახდა. ქალიშვილის აღზრდაში მას ძიძა ეხმარება. ორსულობის შემდეგ, მოდელი შესანიშნავ ფორმაშია. უფრო მეტიც, ის ახლა იმაზე გამხდარია, ვიდრე ორსულობამდე.
როგორ ინარჩუნებს ფორმას და მიმართა თუ არა პლასტიკურ ქირურგიას, ამის გასარკვევად, "რეიტინგი" თამო ვაშალომიძეს დაუკავშირდა:
- პატარა სოფიას აღზრდაში დამხმარე ქალი გვეხმარება. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და მას ბავშვს თავისუფლად ვანდობ. უკვე აქტიურად დავიწყე მუშაობა და დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ არსად წასვლა აღარ მინდა, 10 წუთიც რომ გამომიჩნდეს თავისუფალი,
სოფიასთან გავრბივარ.
- მალე ჩადექით ფორმაში, როგორ მოახერხეთ ეს?
- ახლა იმაზე მეტად გამხდარი ვარ, ვიდრე ორსულობამდე ვიყავი. ბავშვი ერთი თვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, შემდეგ კი ჩემი პროფესიის გამო, რძე გავიშრე და ეს ძალიან განვიცადე. სოფიაზე მეტად მგონი მე ვინერვიულე ამის გამო. მოდელი ვარ და დიდი ხნით, ბუნებრივი კვება მკერდის ფორმებს აფუჭებს, ამიტომ რძე გავიშრე და ბავშვი ხელოვნურ კვებაზე მყავს. 6 საათის მერე არ ვჭამ და ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, სწორედ ამის გამო ვინარჩუნებ წონას. განაგრძეთ კითხვა