და ლექსი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილს ჯიბეში უპოვეს ლაშა ბერულავამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე:
"ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა...
არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს...
მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს...
ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს...
და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები "ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა..."
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ნაპოვნ ქაღალდის ნაგლეჯზე. ნაწერის ქვეშ სხვა ავტორია მითითებული, თუმცა ქაღალდის სიძველიდან გამომდინარე, არჩილ ტატუნაშვილი, როგორც ჩანს, მას დიდი ხანია გულით ატარებდა. სავარაუდოდ, დიდი ხნის, საერთაშორისო მისიის შესრულების დროსაა დაწერილი.
გადაფურცლეთ და იხილეთ ლექსი
{{ArticleSplitCont}}
"სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზე
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება
ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება
ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით
თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ
გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება."