20 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში 14 წლის მურმან ფუტკარაძე გაუჩინარდა 20 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში 14 წლის მურმან ფუტკარაძე გაუჩინარდა, ბიჭს მთელი დღეის განმავლობაში მდინარე ჩირუხისწყალში ეძებდნენ, რადგან როგორც თანატოლები ამბობენ, მურმანი მათთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ფერდობზე დაუგორდა, მის ამოსატანად ჩასული ბიჭი კი აღარავის უნახავს.
ვახტანგ ბოლქვაძე, შუბანის რწმუნებული:
- გაზაფხულის თბილი დღე იყო, სოფლის მთელი მოსახლეობა გარეთ იყო გამოსული, ბავშვებიც სათამაშოდ წავიდნენ. სწორედ ამ თამაშისას დაგორებია მურმანს ბურთი თავდაღმართზე და ისიც გაჰკიდებია, რის მერეც გაუჩინარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაკარგული ბიჭი 7 წლის არის, მაგრამ
ტყუილია. მურმანი 14 წლისაა.
ვარაუდობენ, რომ, ბურთი მდინარეში ჩავარდა, მურმანიც მის გამოსატანად ჩავიდა და წყალმა გაიტაცა... ეს მხოლოდ ვარაუდებია, რადგან ბიჭი ჯერ არ გვიპოვია და ღმერთმა ქნას, რომ საღსალამათი გამოჩნდეს. საქმე ისაა, რომ იმ ადგილიდან, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, მდინარე კარგა მოშორებითაა, უცნაურია, ბურთი როგორ შეიძლება ჩავარდნილიყო. განაგრძეთ კითხვა