"თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" "თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა მესამე, ახლადშეძენილი შვილი თომა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საუბრისას. მან იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის გადამკიდე პრეზიდენტი "დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა".
როგორ იზრდება პატარა თემო და ვინ ეხმარება პირველ ლედის მის გაზრდაში
"პრეზიდენტი ორი კვირით გაიქცა ევროპაში და ამერიკაში, რომ უფრო წყნარად ეძინოს. რთულია დუშეთში ორი ბავშვი, ორივე პატარა, პრეზიდენტი ამას ვაშინგტონში გაეცქა, მაგრამ დაბრუნდა და ახლა თავის ვალდებულებების შესრულებას შეუდგა. ასევე მინდა ვთქვა, რომ თემო თომას ძალიან კარგად ექცევა, ეფერება და მის ყველა თვისებას დადებითად უყურებს" - აღნიშნა პრეზიდენტმა. იხილეთ ვიდეო