კინაღამ შვილი დაკარგა იმის გამო, რომ ეცადა მისთვის კბილების ამოსვლით გამოწვეული დისკომფორტი შეემსუბუქებინა ვირჯინიის მაცხოვრებელმა კინაღამ შვილი დაკარგა იმის გამო, რომ ეცადა მისთვის კბილების ამოსვლით გამოწვეული დისკომფორტი შეემსუბუქებინა. 34 წლის დედა, დანიელ კაპეტანოვიჩი თავის ისტორიას სხვა დედებს უზიარებს, რომ იგივე შეცდომა სხვამაც არ დაუშვას.
ამა წლის თებერვლის ბოლოს, მან Oraljel-ის კბილის გელი იყიდა, რომელიც თავის ერთი წლის ქალიშვილს, ქლოეს ღრძილებზე წაუსვა.
მან ტუბიდან მცირეოდენი მასა გამოდევნა და გოგონას ღრძილებში შეაზილა. მომენტალურად, ქლოემ სუნთქვა შეწყვიტა და უგონო მდგომარეობაში გადავიდა. ის შეხებაზე არ რეაგირებდა.
„თითქოს მის შიგნით რაღაც გაჩერდა. თითქოს აქ აღარ იყო. თვალები გახელილი
ჰქონდა, მაგრამ მისი მზერა ფოკუსირებას არაფერზე ახდენდა“. - იხსენებს დანიელი.
გოგონას მამამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. პანიკაში ჩავარდნილი დედა მას ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მაგრამ უშედეგოდ.
„ვყვიროდი. ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე დამმართნია. ყველაფერი გავაკეთე, რომ შვილი დამებრუნებინა. მე ის ხელში ავიყვანე, ის მთლიანად მოშვებული იყო. ეს იყო საშინელება“. განაგრძეთ კითხვა