არავინ იცის, რამდენმა ადამიანმა გააუქმა "ფეისბუქი" სკანდალის შემდეგ Whatsapp-ის დამფუძნებელი, რომელსაც მარკ ცუკერბერგი დაეხმარა, მილიარდერი გამხდარიყო, სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდებს "ფეისბუქი" წაშალონ.
"დროა, წაშალოთ "ფეისბუქი" - წერს ბრაიან ეკტონი "ტვიტერზე" ჰეშთეგით #deletefacebook. აღნიშნული ჰეშთეგით ამერიკაში ონლაინკამპანია სულ უფრო აქტიური ხდება.
ანგარიშის გაუქმებიდან 90 დღეა საჭირო, რომ მომხმარებლის მონაცემები სრულიად წაიშალოს საიტიდან.
ექტონმა Whatsapp "ფეისბუქს" 19 მილიარდ დოლარად მიჰყიდა 2014 წელს, ეს "ფეისბუქის" ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფინანსური გარიგება იყო.
ჰეშთეგი #deletefacebook მარტის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა - მას შემდეგ, რაც "გარდიანმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნეს გამოძიების შესახებ პუბლიკაციები ბრიტანული კომპანიის "კემბრიჯ ანალიტიკას" საქმიანობასთან დაკავშირებით. განაგრძეთ კითხვა