თაკოს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მეუღლეს თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მოდელი თაკო ჩხეიძე საქართველოში ულამაზეს ქალბატონად ითვლება. მისმა სილამაზემ ხალხი ჯერ კიდევ მაშინ აალაპარაკა, როდესაც თინეიჯერმა თაკომ, საკუთარი ძალები პოდიუმზე მოსინჯა. მართალია მაშინ საზოგადოებასთან ურთიერთობის მცირე საშუალებები არსებობდა, მაგრამ დახვეწილი და უმშვენიერესი გარეგნობის მქონე მოდელი, მთელმა საქართველომ გაიცნო.
თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა. გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, ოჯახის შექმნის მიუხედავად, მას მოდელობაზე უარი არ უთქვამს და ახერხებდა ერთდროულად ოჯახისთვისაც მიეხედა და კარიერისთვისაც.
"შეიძლება გოგოს დედაც გავხდე, წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავთ" - თაკო ჩხეიძე ოჯახსა და შვილებზე
აშკარაა, რომ მას ეს ყველაფერი წარმატებით გამოუვიდა. ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ახლა საკუთარ გამოცდილებას დამწყებ მოდელებს უზიარებს.
თაკოს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მეუღლეს. თაკო ქმართან ერთად ინტერვიუებს არ იძლევა. მისი მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები