"აიღეთ კინდერ სიურპრიზი, გახსენით და ამოიღეთ შიგთავსი. პლასტმასის კვერცხში ჩადეთ 2 ჩაის კოვზი გახეხილი
უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ თავი დაეცვათ დაავადებებისაგან, წარუმატებლობისაგან და ბოროტი სულებისაგან სხვადასხვა სახის თილისმებით, მაგიური სამკაულებით, საყურეებით, სამაჯურებითა თუ ბეჭდებით.
უძველესი ველური ტომის წარმომადგენლები იხვრეტდნენ ცხვირს, ყურებს, მასში იყრიდნენ ამულეტებს და სჯეროდათ, რომ ის დაიცავდა მათ ნადირისგან, ავადმყოფობისა და სიკვდილისაგან.
კითხვა: XXI საუკუნეში ვის მოუვა თავში შვილს კისერზე ჩამოკიდოს რაიმე ჯადოსნური თილისმა მწვავე ვირუსული ინფექციებისაგან თავის დასაცავად?
პასუხი: ძალიან, ძალიან ბევრს! რატომ? იმიტომ, რომ ბევრი ჩვენი თანამედროვე ნაკლებადაა გათვითცნობიერებული ვირუსების, ინფექციებისა და სხვადასხვა რესპირატორული დაავადების მკურნალობის შესახებ. სხვადასხვა საიტის ფორუმებზე დეტალურადაა აღწერილი რესპირატორული ინფექციის პროფილაქტიკური მეთოდების შესახებ. აი ერთ-ერთი "შედევრი":
"აიღეთ კინდერ სიურპრიზი, გახსენით და ამოიღეთ შიგთავსი. პლასტმასის კვერცხში ჩადეთ 2 ჩაის კოვზი გახეხილი ან დაჭრილი ხახვი (ნიორი). კვერცხი დაჩხვლიტეთ, რათა გაუყაროთ ძაფი. ჩამოკიდეთ ბავშვს კისერზე, ძილის დროს- საწოლზე (ცხვირთან ახლოს). შიგთავსი( ხახვი) გამოცვალეთ ყოველდღე და დაივიწყეთ გრიპი!".
ბოლო აბზაცის წაკითხვის შემდეგ, ერთი სამწუხარო აზრი მომივიდა თავში: ხვალ, რომელიმე "სახალხო მკურნალობის" თაყვანისმცემელი დაწერს თავის გვერდზე -" ექიმი კომაროვსკის ახალი რეცეპტი მწვავე რესპირატორული ინფექციების მკურნალობისა"...ამიტომ, ვწერ კონკრეტულად:
- ვერანაირი ხარხვი, ნიორი და ნაირ-ნაირი ამულეტები ვერ შეაჩერებს და "დააშინებს" ვირუსებს;
ასევე არანაირ პროფილაქტიკას არ წარმოადგენს ისეთი ქმედებები, როგორიცაა: თეფშზე დაჭრილი ნიორი და ხახვი, რომელსაც ოთახში ( საბავშვო ბაღში) რაფაზე შემოაწყობთ. ხახვის მძაფრი სუნი მხოლოდ გაზრდის ნესტის რაოდენობას და ხველის და ბრონხების სპაზმის პროვოცირებას გამოიწვევს;
- თანამედროვე მედიცინაში არ არსებობს საშუალება (მათ შორის ოქსოლინის მალამო, ვიეტნამის ვარსკვლავი, წვეთები, კრემები ინტერფერონით), რაც დაიცავს ადამიანს რესპირატორული ვირუსებისგან.
არ ვიქნებოდი წინააღმდეგი ნიორის გულსაკიდებისა და ვირუსების ბლოკატორებისა, მშობლები რომ სწორად მოქმედებდნენ და მასთან ერთად მოიხმარდნენ ნიორსა და ბლოკატორებს საიმედოობისათვის.
ამასთან, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც საბავშვო ბაღის შენობაში ცხელა, გამომშრალია ჰაერი, ხახვისა და ნივრის სურნელი ტრიალებს, განიავება არ შეიძლება( რადგან განეიტრალდება ხახვის "სასარგებლო" სურნელი), სეირნობა არ შეიძლება (რადგან გარეთ ქარია და ყინავს).
P.S. ვიმეორებ: პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები თანამედროვე მეცნიერებასთან შესაბამისობაში მოქმედებენ. კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას!