უმძიმესი და უიმედო ავადმყოფი ბავშვი სისტემიდან გათიშეს... და მოხდა საოცრება
უმძიმესი და უიმედო ავადმყოფი ბავშვი სისტემიდან გათიშეს... და მოხდა საოცრება
ვნების კვირის პარასკევს ამ ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ "გაეშვათ" ბავშვი, რომელიც ექიმების აზრით, უიმედო იყო და გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. უეცრად ისეთი რამ მოხდა, რასაც მხოლოდ სასწაული შეიძლება ეწოდოს.

ეს დრამა 2016 წელს განვითარდა... აღდგომის დღეს 2 წლის დილან ასკინი კომიდან გამოვიდა. ეს მოხდა 24 საათის შემდეგ, რაც ის სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემებიდან გათიშეს.

"მე არც ისე რელიგიური ვარ, - ამბობს კერი ასკინი, დილანის დედა, - მაგრამ მე სინამდვილეში ვფიქრობ, რომ მოხდა სასწაული".

2 წლის წინ ბავშვი კინაღამ დაიღუპა იშვიათი
დაავადებისგან, რომელმაც ფილტვის ქსოვილი დააზიანა. პირველი შეტევა დილანს 2015 წელს შობაზე მოუვიდა. სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ფილტვებში მრავალი კისტოზური წარმონაქმნი დაუდგინეს. პატარას კოლაფსი დაემართა, რასაც პნევმონიაც დაერთო და მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

2016 ბავშვი კომაში ჩავარდა და ექიმებმაც მშობლები მოსალოდნელ ცუდ შედეგებზე გააფრთხილეს.
mshoblebi
"ვნების პარასკევს გვითხრეს, რომ ის სულ უფრო და უფრო მძიმდება და რომ უკვე გონებაზე ვეღარ მოვა. ხელოვნური სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემები მთელი დატვირთვით მუშაობდა. ჩვენ პირჯვარი გადავსახეთ მას და მთელი ოჯახი დასამშვიდობებლად მივუახლოვდით", - იხსენებს კერი.

კერის თქმით, ისინი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ არ ეძინათ რამდენიმე დღე და სულ ტიროდნენ. სამედიცინო
პერსონალმა ბავშვის მშობლებს უფლება მისცეს ღამე მასთან ერთად გაეტარებინათ, რადგან სიკვდილი ნებისმიერ წამს იყო მოსალოდნელი.

"ჩვენ მას ვუმღეროდით, ვესაუბრებოდით და ვემშვიდობებოდით".

მეორე დღეს ექიმებმა თანდათანობით სისტემების გათიშვა დაიწყეს და უეცრად ბავშვის პულსმა ნორმალიზება დაიწყო.

"ჩვენ ვთქვით: მოიცადეთ, ის ჯერ კიდევ იბრძვის", - ყვება კერი, - უეცრად სისხლში ჟანგბადის დონემაც აიწია და ჩვენმა ბავშვმაც გონზე მოსვლა დაიწყო. აღდგომას მისი მდგომარეობა იმდენად დასტაბილურდა, რომ ჩემს თავს დასვენების უფლებაც მივეცი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სააღდგომო სასწაულის მოწმენი გავხდით".
mshoblebi
"როდესაც ჩვენ დილანის უფროს ძმას ლოგანს მოვუყევით მომხდარის შესახებ, - მან წამოიძახა: "ის იესოსავითაა". მას სკოლაში უკვე გაეგო აღდგომის ისტორია".

კომიდან გამოსვლის ერთი თვის თავზე დილანი სახლში დაბრუნდა.

2017 წლის ივლისში მან ქიმიოთერაპიის სრული კურსი დაამთავრა და ახლა სავსებით ჯანმრთელია.

დილანის ოჯახი კიბოთი დაავადებულ ბავშთა დახმარების ფონდს შეუერთდა და წელს მონაწილეობა მიიღო წმინდა ზეიმში, რომელიც მათ "სააღდგომო სასწაულს" მიეძღვნა.
7771
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
Cyberbob
1
არ გავს ეს ბავშვი ორ წლიანი ორწლიანი კომიდან გამოსულს, თუ მართლაც სურათზე იგივე ბავშვზეა ლაპარაკი
18:37 / 14-04-2018
giorgi
0
მართლა სასწაულია. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად აცოცხლოს.
14:19 / 14-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```