"მე პირადად იაპონიის მთავრობის სრული დაფინანსებით მაგისტრატურაზე მოვწყვე ოსაკას უნივერსიტეტში" თანამედროვე სამყაროში იმდენად დიდი ყურადღება ექცევა უცხო ენების შესწავლას, რომ ზოგიერთი მშობელი ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილის წარმატებისთვის უცხო ენების დაუფლება. არაერთი კვლევის თანახმად დასტურდება, რომ ბავშვის კოგნიტური და აკადემიური განვითარების დონე ბევრად უმჯობესდება ენების შესწავლით და ისინი უფრო კრეატიულები ხდებიან, მარტივად უმკლავდებიან კომპლექსურ პრობლემებს, არიან მეტად თავდაჯერებულები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ადამიანის ტვინი უფრო ადვილად ითვისებს, მეორე ენას, მესამეს კი, კიდევ უფრო ადვილად. აი, მაგალითად საქართველოში მოქმედი იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში, ახალი პროგრამა სპეციალურად შეადგინეს 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მშობლების მხრიდან დიდი იყო სურვილი, ამ ასაკიდანაც შეძლებოდათ ბავშვებს იაპონური ენის სწავლა. ცენტრმა გაითვალისწინა მათი ინტერესები და თუ ჩვეულებრივ იღებდნენ კურსებზე 11 წლის მოსწავლეებს, ამჯერად 5-დან 10 წლამდე ბავშვების მიღებაც იქნება შესაძლებელი, 7-კაციან ჯგუფებში.
გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრის მასწავლებლებს აქვთ იაპონიაში ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, სწავლის პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება მოსწავლეებისთვის. თან აღნიშნული კურსი ერთადერთია ამ სახით საქართველოში, იმიტომ რომ, მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ იაპონურ ენას, კულტურას, ისტორიას, ეთიკას, გუნდურ მუშაობას, იაპონურ სიმღერებს, ყვავილების მორთვის ხელოვნება - იკებანას, პოეზიას, ორიგამის, ეცნობიან იაპონელ სტუმრებს, ამზადებენ იაპონურ კერძებს, აგემოვნებენ იაპონურ ტკბილეულობას და კურსის დასრულების შემდგომ იაპონურ სამოს კიმონოში გამოწყობილნი იღებენ სამახსოვრო ფოტოებს. კურსის დასრულების შემდეგ კი ეძლევათ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლება ქართულ ენაზეა, გამოიყენება დიდი რაოდენობით ილუსტრირებული და ვიდეო მასალებიც, რათა უფრო მეტად იყვნენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ჩართულები.
გასათვალიწინებელია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წელია იაპონური ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი იზრდება, რადგან ძალიან ბევრი მშობლის და ახალგაზრდის სურვილია დაუკავშიროს მომავალი მსოფლიოს ისეთ წარმატებულ ქვეყანას, როგორიც იაპონიაა. საქართველოში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში 2015 წელს გაიხსნა და 100-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება ენას. ერთ-ერთი კურსდამთავრებული გიორგი ქუმსიაშვილი უკვე საჯაროდ ყვება წარმატებების შესახებ:
- ძალიან მომეწონა იაპონური ენის ჟღერადობა და კალიგრაფიული მრავალფეროვნება. ცენტრის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით მოვიძიე და მეგობრების რეკომენდაციით გადავწვიტე ამ ენის დაუფლება. ძალიან მომეწონა გარემო და მასწავლებლები, ისინი ყოველთვის გვამარაგებდნენ თანამედროვე სასწავლო მასალით, გვაწვდიდნენ საინტერესო კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და გვეხმარებოდნენ კარიერული გზის სწორად დაგეგმვაში. მე პირადად 2016 წელს იაპონიის მთავრობის სრული დაფინანსებით მაგისტრატურაზე მოვწყვე ოსაკას უნივერსიტეტში.
როგორც თავად ცენტრის წარმომადგელები აღნიშნავენ, არაერთ საინტერესო აქტივობას გაუწიეს ორგანიზება.
- 2018 წლის მარტს საქართველოს იაპონიიდან TV Tokyo-ს გადამღები ჯგუფი ესტუმრა,რომ იაპონიით დაინტერესებული ხალხი ეპოვათ. მათ გადაცემისთვის აირჩიეს იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტი, რომელიც მაისში 10 დღით იაპონიაში გაემგზავრება. ცნობილ გადაცემა „პნიპპონ იკიტაი ჰიტო ოუენდან"-ში გადასაღებად.
რაც შეეხება მცირე ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო კურსის დაწყების თარიღს, იგი 24 აპრილიდან იწყება და მოსწავლეების წინასწარ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე არის შესაძლებელი: https://goo.gl/forms/zYVJTqY3A79ASaPz1 ამასთანავე, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე: 2-985-186, ან მისწეროთ ცენტრის ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/JapaneseLanguageAndCultureCenter/