„დამამშვიდა, კარგი, პაპიკო, რა გატირებსო და ხელზე მაკოცა...“ - გივი ბერიკაშვილის შვილიშვილის მოგონება
„დამამშვიდა, კარგი, პაპიკო, რა გატირებსო და ხელზე მაკოცა...“ - გივი ბერიკაშვილის შვილიშვილის მოგონება
უკვე ერთი წელია, ბევრისთვის გამორჩეულად საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მისმა წასვლამ გული ძალიან ბევრ ადამიანს ატკინა.
გარდაცვალებიდან  ერთი წლისთავზე, მისმა შვილიშვილმა ანო მაისურაძემ პაპა კიდევ ერთხელ ამაღლევებელი პოსტით გაიხსენა:

„ჩემი გივიკო.
6 აპრილის ღამეს სიცხე ჰქონდა, მაგრამ ხვალ დილას წავალ საავადმყოფოშიო. დილას ადგა, ჰერკულესის ფაფა გაიკეთა, ჩაიცვა, დაიხურა, ბევრი არაფერი გამატანოთ, ორ დღეში დავბრუნდებიო, დაიბარა და თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში.
სანამ სამსახურში წავიდოდი ვიფიქრე, შევუვლი-თქო. ვარიანტად სამსახურის მერე მონახულებაც მქონდა, მაგრამ დილითვე წავედი.
იმ დილას, 2017 წლის 7 აპრილს
შევხვდით ბოლოჯერ.
ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მე როგორც ყოველთვის, თავზე დავატირე. დამამშვიდა, კარგი, პაპიკო, რა გატირებსო და ხელზე მაკოცა.
სიტუაცია უცებ, რამდენიმე წუთში ძალიან დამძიმდა. დაძინება და ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება გახდა საჭირო. ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა.
ჩვეულებრივად, იმედიანად, ყოველგვარი დამშვიდობების გარეშე გადმოვინაცვლეთ მედიქლაბში. იქ სამი დღე ველოდებოდი, რომ ნებისმიერ წუთში შემოაღებდა კარს, გაგვეხუმრებოდა, გაგვაღიმებდა და დამთავრდებოდა ეს კოშმარი. სახლში რომ წამოვიყვანეთ, მაშინაც ასე მეგონა, სახლიდან თეატრში რომ წავიყვანეთ, მაშინაც... ბოლომდე ველოდი სასწაულს, რომელსაც ალბათ გულის სიღრმეში ყველა ელოდება ხოლმე.
mshoblebi
ბერიკაშვილის შვილიშვილის მოგონება" />
დილის 8 საათიდან გამოპრანჭული მეეზოვეები, ჯიხურის გამყიდველები, "სტაიანშიკები", თეატრები, მთავრობები, ერი, ბერი მოდიოდა მასთან გამოსამშვიდობებლად.
კიდევ ერთხელ ყველა გაგვაერთიანა, ბევრს ერთმანეთი თავიდან გვაპოვნინა, ერთ მუშტად შეგვკრა, ბევრი გვატირა, ბევრიც გვაცინა და მერე არსადაც არ წასულა".
თეკლა ჟვანია


2685
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```