ნუკი მოუწოდებს ორსულებს, ყოველთვის იყვნენ ფორმაში მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკლიშვილი ამერიკელ მეუღელსთან ერთად შტატებში ცხოვრობს. წყვილი შვილის მოლოდინშია, ეს სასიხარულო ამბავი ნუკიმ საქართველოში ჩამოსვლისთანავე პრესით გააჟღერა. მეტიც, სქესის გაგების ცერმონია მაია ასათიანს შემოუნახა და "პროფილში" პირდაპირ ეთერში გახსნა წერილი, სადაც ექოსკოპიის პასუხი ეწერა. იხილეთ ვიდეო - ბენის და ნუკის რეაქცია მომავალი შვილი სქესზე
ნუკის ეპატაჟურობა არასდროს აკლდა და ორსულობაც არ უშლის ხელს ამაში, პირიქით, ჯერ კიდევ 20 კვირის ორსული იყო, როცა საცურაო კოსტუმით ფოტოები გადაიღო და გაასაჯაროა (ორსული ნუკი კოშკელიშვილის ნახევრადშიშველ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა).
ახლა კი შვიდი თვის ორსული ობიექტივის წინ მთლიანად გაშვივლდა და ფოტო ინსტაგრამზე გამოაქყვენა..
როგორც ჩანს, ნუკისთვის ქლოე კარდაშიანის ბოიფრენდის ღალატის საკითხი, რის გამოც, ქლოეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ძალიან ემოციური აღმოჩნდა. მისი კომენტარებიდან ჩანს, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა ინსპირაციის წყარო, ქალებისთვის მოეწოდებინა, რომ ნებისმიერ ვითრებაში, თუნდაც მაშინ, როცა მომატებული აქვთ ზედმეტი კილოგრამები, არ არიან თავდაჯერებულები, იციან, რომ არ გამოიყურებიან მიმზიდველად, ეს არ აჩვენონ პარტნიორს და პირიქით, ყოველთვის იყვნენ მოვლილები, მოწესრიგებულები, კარგად ჩაცმულები მათი ქმრებისა და მეგობარი მამაკაცებისთვის.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ ფოტო
{{ArticleSplitCont}}
„დაარწმუნეთ ისინი, რომ თქვენ ულამაზესები ხართ და სხვა დანარჩენს მნიშნელობა არ აქვს. ამასთან, რა თქმა უნდა, დარწმუნებულები უნდა იყოთ იმაში, რომ „ბიჭი სწორად“ გყავთ არჩეული, რომელიც ყოველთვის იქნება იქ, სადაც გჭირდებათ, იქნება თქვენი მხარდამჭერი და არ მოგატყუებთ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გეტყვით, რომ ულამაზესად გადამოიყურებით, მაგრამ რეალურად თქვენ იმ მომენტში დაახლოებით ძველი ფეხსაცმლის შესახედაობის ხართ... შეიყვარეთ საკუთარი თავი“ - წერს მოდელი.
თეკლა ჟვანია