"ბზობას წყნეთში ბიჭუნა ისე დაიწვა, რეანიმაციაში გვეწვინა" - გუგა ქაშიბაძე სადღესასწაულო ტრავმებზე
"ბზობას წყნეთში ბიჭუნა ისე დაიწვა, რეანიმაციაში გვეწვინა" - გუგა ქაშიბაძე სადღესასწაულო ტრავმებზე
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ყოველ დღესასწაულზე მოუწოდება მოსახლეობას სიფრთხილისკენ. როგორც თვითონ ამბობს, სადღესასწაულო დღეებში, მათ შორის ადგომის ბრწინვალე დღესასწაულზეც იმატებს ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები...

- ზოგადად სადღესასწაულო დღეებში ტრამვიანობა მატულობს და ეს მხოლოდ ქართული სინამდვილე არ არის! საყოველთაო ეიფორიაა, წინასადღესასწაულო ხალისი, ნასვამ მდგომარეობაში მოსახლეობის უმრავლესობის ყოფნა, ყურადღების მოდუნება და ასე შემდეგ... ბევრი ადამიანი ნაბახუსევია, დიასახლისები სადილებს ამზადებენ, ბავშვებისთვის ნაკლები დრო რჩებათ ყურადღების მისაქცევად და ეს ყველაფერი ტრამვიანობას იწვევს. არის დამწვრობები, ნაკვეთი ჭრილობები... ასე ემთხევა აღდგომასაც, გიორგობასა თუ მარიამობაზე. ყველა იმ დღესასწაულზე,
რასაც მოჰყვება ქართველთა ლხინი და ტაშ-ფანდურა...

ყველაზე სავალალო შემთხვევა სადღესასწაულო დღეებიდან ჩემს პრაქტიკაში ორი წლის წინ იყო: ბზობას ძალიან სერიოზული დამწვრობა მიიღო წყნეთში ბიჭუნამ. მან ბზა დააგროვა, ბენზინი გადაასხა და მისი აალების შედეგად მიიღო უმძიმესი დამწვრობა. სიკვდილს მრევლმა გადაარჩინეს, იქვე იყვნენ და ხანძარი ჩააქვრეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ორი თვის განმავლობაში რეანიმაციის განყოფილებაში გვეწვინა...

მოსახლეობას ვურჩევდი მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ. გარემო შეაფასონ კრიტიკული თვალით, რადგან ერთი შეხედვით უსაფრთხო გარემოშიც შეიძლება ძალიან სერიოზული ტრამვა მივაყენოთ ჩვენი ოჯახის წევრებს, პატარა ბავშვებს... ელექტროობა გამორთული უნ
და იყოს, ადვილად აალებადი სითხეები ბავშვებისგან და მოზარდებისგან დაცულ მდგომარეობაში უნდა იყოს და გვახსოვდეს, რომ ცეცხლთან თამაში სიკეთეს არ მოგვიტანს!
მანანა გაბრიჭიძე
1036
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```