ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა
ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა
თბილისში, 25 წლის გოგონას შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა ბარნოვის N77-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის სტუმრად იმყოფებოდა დასთან, რომელიც ბარნოვზე ქირით ცხოვრობს. მკვლელობა, სავარაუდოდ, გოგონას მამინაცვალმა ჩაიდინა, რომელიც გარდაცვლილის დედას გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

როგორც Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, გოგონას მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი გუშინ გაიცა, რომელიც მას გარდაცვლილის დედასთან რაიმე ტიპის კომუნიკაციას უკრძალავდა. მისივე ინფორმაციით, ვ. ბ. მეუღლესთან დაშორების შემდეგ აგრესიული იყო როგორც ყოფილი მეუღლის, ისე მისი ქალიშვილის მიმართ და მათ დაშორებას სწორედ შვილს აბრალებდა.
როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის 6 წლის შვილი სწორედ მის სახელს ყვიროდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული 25 წლის გოგონა თამარ გამრეკელაშვილია, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის მუხიანში ცხოვრობდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემთხვევის დროს დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა. განაგრძეთ კითხვა
8075
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?