გიორგი სანაიას ვაჟი რუსთავი 2-ის წამყვანი გახდა: "მაშინ სხვანაირად ამიხსნეს გიორგის ამბავი"
გიორგი სანაიას ვაჟი რუსთავი 2-ის წამყვანი გახდა: "მაშინ სხვანაირად ამიხსნეს გიორგის ამბავი"
გარდაცვლილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ვაჟი რუსთავი 2-ის წამყვანი გახდა. ის სანდრო სანაია დილის გადაცემის თანაწამყვანი იქნება. ის უკვე გამოჩნდა გადაცემის ეთერში.
"დილის 8-იდან რამდენმა ადამიანმა ვინერვიულეთ, მაგრამ სულ ტყუილად. ძალიან მაგარი ტელევიზიონშიკი იბადება ჩვენ თვალწინ ამასობაში"- წერს ტელევიზიის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში.
სანდრო სანაია 22 წლისაა. ჟურნალისტობა თავიდანვე შედიოდა მის გეგმებში. მან 15 წლის ასაკში ინტერვიუ მისცა ჟურნალ "რეიტინგს". გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.

- ორ წელიწადში სკოლას ამთავრებ, პროფესია უკვე შერჩეული გაქვს?
- კონკრეტულად არაფერი შემირჩევია. ალბათ უფრო ჰუმანიტარულ
საგნებს გავყვები, რადგან კარგად ვსწავლობ. არ არის გამორიცხული, ჟურნალისტობაზეც ვიფიქრო. რატომაც არა, საინტერესო პროფესიაა.

- უყურებ საინფორმაციო გადაცემებს?

- ყველაფერი არ მაინტერესებს, მაგრამ ტელევიზორს თითქმის ყოველდღე ვუყურებ. კომპიუტერისთვის ნაკლები დრო მრჩება. მიწევს ახალი ამბების ყურებაც.

- უცნაური არ არის, ჟურნალისტიკა რომ აირჩიე.

- დიახ, პირველ რიგში, ოჯახის წევრებიდან გამომდინარე. მეორეც, საინტერესო პროფესიაა. ჯერ მარტო იქიდან დავიწყოთ, რომ ბევრ ცნობილ პიროვნებასთან მომიწევს შეხვედრა. მაინტერესებს ინფორმაციის მოძიება, მივლინება საზღვარგარეთ.

mshoblebi

- როგორც ვხვდები, რეპორტიორობა გიტაცებს და არა სტუდიაში ყოფნა და გადაცემის წაყვანა.

- გადაცემის გაკეთება და სტუდიაში ჯდომა უკვე შემდგომი ეტაპია, მანამდე რეპორტიორობის პერიოდი ხომ უნდა გავიარო.

- სანდრო, ხუთი წლის იყავი,
როდესაც მამა, გიორგი სანაია დაიღუპა. გახსოვს ეს დღე?

- არა, თბილისში არ ვიყავი და ეს დღე კარგად არ მახსოვს. განცდაზეც ვერ მოგიყვებით, რადგან არ მქონია, პატარა გახლდით და სხვანაირად ამიხსნეს მომხდარი. რაც დრო გადის, ახლა ვხვდები, რა მოხდა, რა განცდაც ჰქონდა მაშინ ხალხს. იმ პერიოდიდან ბევრი არაფერი მახსოვს. ყველაფერს ნელ-ნელა, იმ ჩანაწერების ცქერით აღვიდგენ, რომლებიც მაშინდელ მოვლენებს ასახავს. ქუჩაში ხალხის ნაკადი მოდიოდა, ქალაქში დიდი ამბავი იყო, ცნობილი ადამიანები აზრს გამოთქვამდნენ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩანაწერების სახით ვნახე.

- მამა ალბათ კარგად არ გახსოვს, თუ არის ფაქტები, რომლებიც იმ პერიოდიდან შენს მეხსიერებას შემორჩა?

- თითქმის არაფერი, ვერ ვიხსენებ, ფრაგმენტულად მახსოვს რაღაცები.

- რა ასაკში გააცნობიერე ამ ტრაგედიის სიმძიმე?

- რამდენიმე წლის წინ უკვე სერიოზულად აღვიქვი ყველაფერი. ახლა ვიცი, რა როგორ მოხდა. დრო გადის და დღეს უფრო მეტი მაინტერესებს მომხდარზე, ვიდრე ხუთი წლის წინ.

- სკოლაში როდესაც გაიგეს, ვისი შვილი იყავი, ალბათ მასწავლებლებსაც გამორჩეული რეაქცია ჰქონდათ...

 

mshoblebi

- ჩემს თანაკლასელებს მამა არ ახსოვთ, ისინიც ჩემი ასაკის არიან, მაგრამ უმეტესობამ იცის ეს ამბავი. შეიძლება მასწავლებლები უფრო მეტი პატივისცემით მეპყრობიან, არ ვიცი, მაგრამ მეც უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. უთქვამთ, რადგან ასეთი მამის შვილი ხარ, სხვანაირად უნდა მოიქცე, ასახელოო. ამას ძირითადად უფროსი თაობა მეუბნება, ვისაც კარგად ახსოვს მომხდარი, მასწავლებლები და ოჯახის წევრები.

- თუნდაც ამ ფაქტს არ დაუკომპლექსებიხარ, რომ მომავალში პროფესიად ჟურნალისტიკა აგერჩია?

- არა, ამ ფაქტმა უკვე მოახდინა გავლენა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო სერიოზულად ვფიქრობ, რომ შეიძლება, ჩემგან კარგი ჟურნალისტი დადგეს. არა მგონია, გამიჭირდეს და უფრო ამ განხრით წავალ.

- იმ რისკს თუ აცნობიერებ, რაც ამ პროფესიას ახლავს?

- დიახ, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის, პოლიტიკური სიუჟეტები აკეთო, რომ ჟურნალისტი გერქვას. შეიძლება, სხვა სფეროზე იმუშაო. არ ვაპირებ, მომავალში პოლიტიკაზე ვაკეთო სიუჟეტები, ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე მგონია. უფრო საინტერესო პროფილს ავირჩევ, რომელიც მოგზაურობას და სხვადასხვა ქვეყანას შეეხება. შემეცნებითი ხასიათის გადაცემებს გავაკეთებ.

- გარეგნულად მამას ძალიან ჰგავხარ...

- ამას ყველა აღნიშნავს. პიროვნულად რამდენად ვგავარ, არ ვიცი, ეს არავის უთქვამს. ხომ ამბობენ, შრომისმოყვარე იყო და კარგად სწავლობდაო, ალბათ ამაში არ ვგავარ.

- რატომ, ბევრს სწავლობ, ეს შრომისმოყვარეობა არ არის?

- დიახ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, სწავლა მიყვარს, უბრალოდ, მიწევს ამის კეთება და ვერ ვიტყვი, რომ დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- ბიძა, ვახო სანაიაც ჟურნალისტია, უყურებ მის გადაცემებს, რამდენად ხშირად ხვდებით ერთმანეთს?

- კი, ვუყურებ, საინტერესო, შემეცნებითი გადაცემები აქვს. ხშირად არა, მაგრამ არც იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. როგორც ყველა, ისიც მეუბნება, რომ უნდა ვისწავლო, ოღონდ რაც მე მაინტერესებს, ის. ბუნებრივია, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვახოს ხანდახან რაღაცებსაც ვუყვები, მაგრამ სერიოზული გეგმები მისთვის ჯერ არ გამიცნია, რადგან მე თვითონაც არ ვარ ბევრ რამეზე ჩამოყალიბებული.

- რაიმე შენიშვნა ხომ არ მოუცია?

- არ მიყვარს, როცა შენიშვნებს მაძლევენ და ყოველთვის ვცდილობ, ისე არ მოვიქცე, რომ შენიშვნა დავიმსახურო.

- სანდრო, როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ათი წლის შემდეგ?

- (ფიქრობს) თუ სწავლას აქ გავაგრძელებ, ვეცდები, ტელევიზიაში ან რომელიმე ჟურნალ-გაზეთში დავიწყო მუშაობა. ეს მაშინ, თუ საზღვარგარეთ არ წავედი.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"


6597
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნიტა
0
წარმატებები სანდრო. გიორგი მაშინ მთელ საქართველოს მოგვიკლეს, თუმცა შვილს ალბათ ყველაზე მეტად დააკლდა... პ.ს. საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ, რეკლამები უხმო გახადეთ. უაზროდ ირთვება და უდროო დროს.
13:56 / 17-04-2018
shen
4
შენ უკარგესი მამა გყავდა და რუსთავი-2-ში შენი ადგილი არაა
21:24 / 16-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```