"ძალიან მაგარი ტელევიზიონშიკი იბადება ჩვენ თვალწინ ამასობაში" გარდაცვლილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ვაჟი რუსთავი 2-ის წამყვანი გახდა. ის სანდრო სანაია დილის გადაცემის თანაწამყვანი იქნება. ის უკვე გამოჩნდა გადაცემის ეთერში.
"დილის 8-იდან რამდენმა ადამიანმა ვინერვიულეთ, მაგრამ სულ ტყუილად. ძალიან მაგარი ტელევიზიონშიკი იბადება ჩვენ თვალწინ ამასობაში"- წერს ტელევიზიის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში.
სანდრო სანაია 22 წლისაა. ჟურნალისტობა თავიდანვე შედიოდა მის გეგმებში. მან 15 წლის ასაკში ინტერვიუ მისცა ჟურნალ "რეიტინგს". გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.
- ორ წელიწადში სკოლას ამთავრებ, პროფესია უკვე შერჩეული გაქვს?
- კონკრეტულად არაფერი შემირჩევია. ალბათ უფრო ჰუმანიტარულ საგნებს გავყვები, რადგან კარგად ვსწავლობ. არ არის გამორიცხული, ჟურნალისტობაზეც ვიფიქრო. რატომაც არა, საინტერესო პროფესიაა.
- ყველაფერი არ მაინტერესებს, მაგრამ ტელევიზორს თითქმის ყოველდღე ვუყურებ. კომპიუტერისთვის ნაკლები დრო მრჩება. მიწევს ახალი ამბების ყურებაც.
- დიახ, პირველ რიგში, ოჯახის წევრებიდან გამომდინარე. მეორეც, საინტერესო პროფესიაა. ჯერ მარტო იქიდან დავიწყოთ, რომ ბევრ ცნობილ პიროვნებასთან მომიწევს შეხვედრა. მაინტერესებს ინფორმაციის მოძიება, მივლინება საზღვარგარეთ.
- გადაცემის გაკეთება და სტუდიაში ჯდომა უკვე შემდგომი ეტაპია, მანამდე რეპორტიორობის პერიოდი ხომ უნდა გავიარო.
- არა, თბილისში არ ვიყავი და ეს დღე კარგად არ მახსოვს. განცდაზეც ვერ მოგიყვებით, რადგან არ მქონია, პატარა გახლდით და სხვანაირად ამიხსნეს მომხდარი. რაც დრო გადის, ახლა ვხვდები, რა მოხდა, რა განცდაც ჰქონდა მაშინ ხალხს. იმ პერიოდიდან ბევრი არაფერი მახსოვს. ყველაფერს ნელ-ნელა, იმ ჩანაწერების ცქერით აღვიდგენ, რომლებიც მაშინდელ მოვლენებს ასახავს. ქუჩაში ხალხის ნაკადი მოდიოდა, ქალაქში დიდი ამბავი იყო, ცნობილი ადამიანები აზრს გამოთქვამდნენ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩანაწერების სახით ვნახე.
- თითქმის არაფერი, ვერ ვიხსენებ, ფრაგმენტულად მახსოვს რაღაცები.
- რამდენიმე წლის წინ უკვე სერიოზულად აღვიქვი ყველაფერი. ახლა ვიცი, რა როგორ მოხდა. დრო გადის და დღეს უფრო მეტი მაინტერესებს მომხდარზე, ვიდრე ხუთი წლის წინ.
- ჩემს თანაკლასელებს მამა არ ახსოვთ, ისინიც ჩემი ასაკის არიან, მაგრამ უმეტესობამ იცის ეს ამბავი. შეიძლება მასწავლებლები უფრო მეტი პატივისცემით მეპყრობიან, არ ვიცი, მაგრამ მეც უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. უთქვამთ, რადგან ასეთი მამის შვილი ხარ, სხვანაირად უნდა მოიქცე, ასახელოო. ამას ძირითადად უფროსი თაობა მეუბნება, ვისაც კარგად ახსოვს მომხდარი, მასწავლებლები და ოჯახის წევრები.
- არა, ამ ფაქტმა უკვე მოახდინა გავლენა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო სერიოზულად ვფიქრობ, რომ შეიძლება, ჩემგან კარგი ჟურნალისტი დადგეს. არა მგონია, გამიჭირდეს და უფრო ამ განხრით წავალ.
- დიახ, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის, პოლიტიკური სიუჟეტები აკეთო, რომ ჟურნალისტი გერქვას. შეიძლება, სხვა სფეროზე იმუშაო. არ ვაპირებ, მომავალში პოლიტიკაზე ვაკეთო სიუჟეტები, ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე მგონია. უფრო საინტერესო პროფილს ავირჩევ, რომელიც მოგზაურობას და სხვადასხვა ქვეყანას შეეხება. შემეცნებითი ხასიათის გადაცემებს გავაკეთებ.
- ამას ყველა აღნიშნავს. პიროვნულად რამდენად ვგავარ, არ ვიცი, ეს არავის უთქვამს. ხომ ამბობენ, შრომისმოყვარე იყო და კარგად სწავლობდაო, ალბათ ამაში არ ვგავარ.
- დიახ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, სწავლა მიყვარს, უბრალოდ, მიწევს ამის კეთება და ვერ ვიტყვი, რომ დიდ სიამოვნებას ვიღებ.
- კი, ვუყურებ, საინტერესო, შემეცნებითი გადაცემები აქვს. ხშირად არა, მაგრამ არც იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. როგორც ყველა, ისიც მეუბნება, რომ უნდა ვისწავლო, ოღონდ რაც მე მაინტერესებს, ის. ბუნებრივია, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვახოს ხანდახან რაღაცებსაც ვუყვები, მაგრამ სერიოზული გეგმები მისთვის ჯერ არ გამიცნია, რადგან მე თვითონაც არ ვარ ბევრ რამეზე ჩამოყალიბებული.
- არ მიყვარს, როცა შენიშვნებს მაძლევენ და ყოველთვის ვცდილობ, ისე არ მოვიქცე, რომ შენიშვნა დავიმსახურო.
- (ფიქრობს) თუ სწავლას აქ გავაგრძელებ, ვეცდები, ტელევიზიაში ან რომელიმე ჟურნალ-გაზეთში დავიწყო მუშაობა. ეს მაშინ, თუ საზღვარგარეთ არ წავედი.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"