"ჩემი საყვარელი დედამთილი ძალიან მეხმარება, ერთად ვცხოვრობთ" - სუხიშვილების მოცეკვავე დედობასა და კარიერაზე
"ჩემი საყვარელი დედამთილი ძალიან მეხმარება, ერთად ვცხოვრობთ" - სუხიშვილების მოცეკვავე დედობასა და კარიერაზე
ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავე - ნათია ბაკურაძე 23 წელია, ცეკვავს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. თუმცა როგორ ახერხებს მოცეკვავის აქტიური ცხოვრებისა და ორი მცირეწლოვანის დედობის შეთავსებას, ამაზე ნათიამ ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა.

- ინტერნეტში ე.წ. სუხიშვილების დიეტა ვრცელდება ხოლმე. რეალურად, ცეკვის გარდა, თქვენი ფორმაში ყოფნის საიდუმლო რა არის?

- ფორმაში ყოფნისთვის უნდა ვივარჯიშოთ. არ აქვს მნიშვნელობა, იმ წონის ხართ თუ არა, რაც თავად გსურთ. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ სხეული არ მოეშვას. რა თქმა უნდა, ჩვენი გარეგნობის

შესანარჩუნებლად, ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია. ბევრი წყალი უნდა მივირთვათ (დღეში მინიმუმ, 1,5 ლ).

- კვების რამე კონკრეტული რეჟიმი - "სუხიშვილების დიეტა" მართლა არსებობს?

- არა, რა თქმა უნდა, ეს ხალხის გამოგონილია, რადგან ალბათ, ასე უფრო უმარტივდებათ, რომ ფორმაში იყვნენ - ფიქრობენ, რომ "სუხიშვილების დიეტა" უფრო გამართლებულია, თუმცა ასეთი დიეტა არ არსებობს. უმნიშვნელოვანესია სწორი კვება და ვარჯიში. ასევე, უნდა ვიყოთ მუდამ შეყვარებულები, ერთმანეთი გვიყვარდეს... ჩვენი სილამაზეც შინაგანი სამყაროდან, სულიერებიდან გამოსჭვივის.

- 2 შვილის დედას, მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ?

- არა. პირველი შვილი 3 თვისაც არ იყო, როცა ანსამბლში დავბრუნდი, მეორე კი - 2 თვის იყო, თვე-ნახევარში

გასტროლზე წავედი. როდესაც სამუშაო რეჟიმს ვუბრუნდები, წონა თავისთავად "მიდის". ამის პრობლემა არ მაქვს, ძალისხმევა არ მჭირდება. თან, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა... უბრალოდ, რეპეტიციებზე სიარულს მალევე ვიწყებ. ზედმეტი კალორიების დასაწვავად და ფორმის შესანარჩუნებლად ეს უმნიშვნელოვანესია.

- ბავშვების გაზრდაში ვინმე გეხმარებათ თუ დამოუკიდებლად ართმევთ თავს?

mshoblebi

- არა, რა თქმა უნდა, ამას დამოუკიდებლად ვერ ვართმევ თავს, რადგან მეც და ჩემი მეუღლეც სამსახურში ვართ. ბავშვების გაზრდაში ჩემი საყვარელი დედამთილი ძალიან მეხმარება. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.

- თქვენი შვილები ცეკვის მიმართ ინტერესს ამჟღავნებენ?

- ორი ვაჟი მყავს - 6 წლის ანდრია და 9 თვის გიორგი გელოვანი. სხვათა შორის, ორივე ძალიან მუსიკალურია. ცეკვაზე ივლიან თუ არა, არ ვიცი. თავად როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება - მე ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა.

- თქვენი მეუღლე რა პროფესიის არის? თქვენს სამუშაო რეჟიმთან შეგუება არ გაუჭირდა?

- როცა გავიცანი, უკვე "სუხიშვილების" მოცეკვავე ვიყავი. ასე რომ, ჩემს სამუშაოს თავიდანვე შეგუებული იყო და პრობლემებიც არ გვქონია. ჩემი მეუღლე მოცეკვავე არ გახლავთ, ხელოვნების სფეროში არ მუშაობს - დიპლომატია. ასე რომ, ჩემი პროფესიის მიმართ მისი მიდგომა დიპლომატიურია (იღიმის).

- ცეკვის გამო, უარი რაზე გითქვამთ?

mshoblebi

- მაგალითად, თმაზე ვთქვი უარი. 10 დღე ვიფიქრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მერე ნინოს და ილიკოს ვენდე - ისინი ცუდს არაფერს შემომთავაზებდნენ, პირიქით... დაახლოებით, ერთი ტიპის სამი გოგო ვიყავით. ერთ-ერთს თმა უკვე გადაპარსული ჰქონდა, შემდეგ მეორეც ასე მოიქცა. მერე სალონში მეც ჩამწერეს, გადამპარსეს და თეთრად შემღებეს. ძალიან მომეწონა, მაგრამ ვიდრე იმიჯს შევიცვლიდი, ბევრი ვინერვიულე. თმის შეჭრა, ვარცხნილობის რადიკალური ცვლილება თითქოს სხვანაირს გხდის. ამის მეშინოდა, მაგრამ გაამართლა.

- მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა? ალბათ, თქვენი ვარცხნილობის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საქმის კურსში იყო...

- რა თქმა უნდა, ჩემ შესახებ მეუღლემ ყველაფერი იცის. ძალიან მოეწონა. მას ასეთი ცვლილებების არ ეშინია.

იხილეთ სრულად

1742
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?