"დედა, სახლი შენს სახლს აღარ ჰგავს და მამაც მიეჩვია უშენობას" - შვილის წერილი ემიგრანტ დედას
"დედა, სახლი შენს სახლს აღარ ჰგავს და მამაც მიეჩვია უშენობას" - შვილის წერილი ემიგრანტ დედას
სოციალურ ქსელში შვილის გზავნილი გავრცელდა, რომელიც ემიგრანტ დედას ეძღვნება. დედა-შვილის განშორება ყოველთვის არის და იქნება დიდი ტკივილით სავსე ემოცია, რომელიც ამ წერილშიც კარგად ჩანს.

გამარჯობა დედა.

დღეს 14 წლის გავხდი

მამამ საჩუქრად ახალი კაბა მიყიდა.

მთელი დღეა სარკეში ვიხედები და წარმოვიდგენ, როგორ მეხმარები ამ კაბის მორგებაში…

დედას ღიმილი გაქვსო, ხშირად მეუბნებიან

მე კი დიდიხანია შენს სახეზე ღიმილი აღარ შემიმჩნევია…

კომპიუტერის ეკრანიდან მძიმედ შემომხედავ ხოლმე

თავს ძალას ატან და ცდილობ გაიღიმო,

არ გამოგდის…

მერე სახეზე ხელებს აიფარებ,

(მაშინ ალბათ ფიქრობ ჩემთან
ერთად ვერ გატარებულ ყველა დღეზე,

ასეთი დღეები კი ძალიან ბევრია…)

აღარც ტკივილებზე ლაპარაკის ძალა შემოგრჩა დედა,

შენს ჩამქვრალ თვალებში ახლა მარტო მე ვიკითხები,

შენი შვილი,

რომელსაც უკვე გაეყინა სახეზე, შენი შეტოვებული ხელების სითბო.

ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოვტოვეთ მე და შენ ერთმანეთის ცხოვრებაში…

შენ გამოტოვე ჩემი პირველი დღე სკოლაში,

პირველი ქულით მიღებული სიხარული,

ჩემი პირველი სასკოლო ზეიმიც გამოტოვე,

გამოტოვე პირველი სიყვარულის ნაპერწკლები ჩემს თვალებში…

ვგრძნობ როგორ ვეჩვევი ცხოვრებას შენს გარეშე,

მერე წარმოვიდგენ,

რა იქნება წლების მერე, როცა სახლში დაბრუნდები,

კედლებს უშენობის სუნი უფრო მძაფრად აქვს ვიდრე შენი გამოგზავნილი ფულით ნაყიდი საღებავის…

შენი სახლი შენს
სახლს აღარ გავს დედა და

მამაც დიდიხანია მიეჩვია უშენობით გამოწვეულ სიცარიელეს…

ვიყურები სარკეში და წარმოვიდგენ

როგორ დგახარ აქ ჩემს გვერდით

და ვიღიმი,

მთელი ძალით ვიღიმი რომ

მეც შენსავით არ გამეყინოს სახეზე ემოციები…

მე შენ მიყვარხარ დედა-მოგონებებთან და მონატრებასთან ერთად ვიმეორებ ამ სიტყვებს,

რომ არ გახუნდეს,

ობი არ დაიდოს,

რომ არ გაცვდეს….

გადაგეჩვიე დედა!

ლიზიკო ჯანელიძე
6695
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
Segey
7
მეც ემიგრანტი ვარ ევროპაში. არავის არაფერში სჭირდები, ღირსეულ სამსახურს ვერ ნახავ. არაფერს კარგს არ მოელოდეთ. მთავრობა ყველაფერს გატყვილებთ, სანამ რუსეთთან არ დავალაგებთ ურთიერთობებს მანამდე არაფერი შეიცვლება. მხოლოდ და მხოლოდ სუვერენიტეტი!!!!!!
12:07 / 17-04-2018
NI
3
ძნელია , მძიმეა ამ წერილის წაკიტხვა.. მარტალია ტუ არა, ამას კიტხვა არ სჭირდება. ამაზე უარესები ხდება.. სახელმწიოპო არ აარსებობს და არცა არასოდეს მოინდომებს ემიგრანტების დაბრუნებას!!! მატ ეს არ აწყობტ, მაგრამ! დედებს უნდა უნდოდეტ დაბრუნება!!! არანაირი სახლი, მანკანა, სწავლა არ შეცვლის დედაშვილურ ბედნირებას!! ამიტომაც არის ამდენი უპატრონოდ გაძრდილი რომ სჩადის ატასნაირ დანაშაულს, გაუბედურდა ერი, ეკლესია დუმს, "ივანიშვილმა ხელები დაიბან, "დიდებული მტავრობა" ტავის მილიონებზე ზრუნავს(აგერ ევროპა 45 მილიონ ევროს უგზავნის საკარტველოს ანუ მტავრობას დამიტ ისყიდის და ესენი ანტიდისკრიმინაციულს კი არა რას არ მიიღებენ), და ასე გაუბედურდა კარტველობა! ესეც ტკვენი ევროინტეგრაცია, და დასავლეტის კურსი. ლანძღეტ რუსეტი:-) მის დროს ასე ვიყავიტ??? ასეტი უბედურება ტრიალებდა საკარვტელოში?? ასეტი გაპარტახებული და ნამუსაყრილი კალივიტ ცხოვრობდა კარტველი ერი? "ტაჭკებიტ" ბაზრობებზე დაარბებიბნბდა გასაყიდ "საკონელს"? ეჰ კარტველმა ღირსება დაკარგა და ვიდრე ეს არარდგება , ვიდრე უპალს არ ვირწმუნებტ , "დაგორებული ლოდს "ვერაპერი შეაჩერებს
07:34 / 17-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?