9 შვილი სხვადასხვა ქალებისგან - თამაზ ელიზბარაშვილის პირადი ცხოვრება
9 შვილი სხვადასხვა ქალებისგან - თამაზ ელიზბარაშვილის პირადი ცხოვრება
1 / 2
Next
ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში სიგარეტის ბიზნესით (ფირმა "ელიზი") გახდა ცნობილი და მერე ციხეც იწვნია, ბოლო პერიოდში სკანდალების ეპიცენტრში აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში ლამის ყოველი მეორე აზიარებდა ვიდეოებს, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეუარაცხყოფას ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თავის თანამშრომელს... მოგვიანებით თანამშრომლებმა თავად ჩაწერეს ვიდეო და საზოგადოებას ამცნეს, რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა როგორც ცნობილი, შსს დაინტერესდა აღნიშნული საკითხით...

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ბევრს აინტერესებს მეტი ბატონი თამაზის შესახებ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ელიზბარაშვილმა ჟურნალ "სარკეს" 2015 წელს მისცა და სადაც, ის
მისი ცხოვრების ქალებსა და შვილებზე საუბრობს.

- 9 შვილი მყავს. 16 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. გურამს და თორნიკეს ერთი დედა ჰყავთ. მხოლოდ ამ ქალთან მქონდა ხელი მოწერილი და დღესაც მისი ქმარი ვარ ოფიციალურად, თუმცა ჩემი სხვა შვილების დედებსაც ცოლებად მივიჩნევდი, როცა მათთან ვიყავი. დაჩის, ოთუნას, სანდროს, მარკს და პეტრეს სხვადასხვა დედები ჰყავთ. გიორგი და მარუსა ანისგან მყავს, რომელიც ახლაც ჩემ გვერდით არის. პეტრე ყველაზე პატარაა. ახლახან ერთი წლის გახდა.

- ანუ ცოლი გყავთ და სხვისგან გააჩინეთ შვილი?
- დიახ. ეკამ გამიჩინა. ის ცნობილი მსახიობია, მაგრამ გვარს არ გეტყვით. ბავშვი ჩემი ტყუპისცალივით არის,
პატარა თამაზია. რა ვქნა, შემაცდინა. ერთადერთხელ ვიყავი მასთან. შეიძლება მამაკაცური სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ დაფეხმძიმდა და ბავშვს ხომ არ მოვაკვლევინებდი?! პირიქით, ეს ამბავი რომ გავიგე, ყველაფრით შევუწყვე ხელი, რომ ბავშვი გაეჩინა და ახლა შვილზეც ვზრუნავ და მის დედაზეც.

- ამ ამბავს ოჯახური სკანდალი არ მოჰყვა? ანიმ გაპატიათ?
- რა თქმა უნდა, მოჰყვა, ხომ იცით ქალების ამბავი. მერე ავუხსენი, რა სიტუაციაც იყო, საქმეს სჭირდებოდა-მეთქი. რა გიკვირთ, ერთი მამაკაცი მნახეთ, რომელსაც ცოლისთვის არ უღალატია?! ალბათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასეთი რამ არ არსებობს.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
37913
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
***- ს
1
''კარგი'' იუმორის გრძნობა გაქვთ.
14:41 / 19-04-2018
***
7
ამ კაცს მიეცით სტატუსი ერის გამრავლებისთვის. 8 ვაჟი. ეს ერის გამრავლებაა
13:10 / 18-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?