ვინ არიან დები ლეკვეიშვილები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აალაპარაკეს
ვინ არიან დები ლეკვეიშვილები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აალაპარაკეს
სოციალურ ქსელში ბოლო დროს ძალიან პოპულარულები გახდნენ ელენე და კატო ლეკვეიშვილები, რომელთა ნამღერ სიმღერებს უამრავი ნახვა, მოწონება და გაზიარება აქვს. გოგონები ჩვენს მკითხველებშიც ძალიან პოპულარულები არიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგაცნოთ. გვესაუბრება მათი დედა ლელი ჩინჩალაძე.

- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს თუ გავითვალისწინებთ, გოგონები ძირითადად ქართულ სიმღერებს მღერიან...

- ასეც არ არის. ეს მე გამოვტყუებ ხოლმე ნამღერს და ჩუმად ვტვირთავ... უცხოური სიმღერებიც მოსწონთ, ჯაზი უყვართ და კლასიკური მუსიკა. თუმცა ძალიან მეამაყება, რომ ქართულ სიმღერაზე არიან შეყვარებულები და მოსწონთ, რასაც მღერიან. დამოუკიდებლობის ასი წლისთავის

მიმართ მიძღვნილი კონცერტი იყო და ელენე იყო სოლო მომღერალი. თეატრალიზებული წარმოდგენა გახლდათ, კოკო როინიშვილი იყო საღამოს რეჟისორი. გახარებულები ვართ, რომ შთაბეჭდილებით სავსე არიან ბავშვების ნამღერით. სულ სიმღერა ისმის ჩვენთან სახლში... ძალიან ბევრი ვიტირე, როცა დედაზე იმღერეს, თვითონაც ნამტირალევი არიან, შეშუპებული აქვთ სახე, არ ვიცოდი, ისე ჩაწერეს, საჩუქრად, დედის დღისთვის და მომასმენინეს, შემდეგ კი მე ავტვირთე სოციალურ ქსელში.


- რა ასაკიდან მღერიან ელენე და კატო?


- ელენე არის 15 წლის, კატო - 10-ის. ფაქტობრივად, დაბადებიდანვე აქვთ სიმღერის სიყვარული.

ისეთი ბავშვები არიან, "იავნანის" გარეშე რომ არ იძინებდნენ. ელენე სულ უმღეროდა კატოს პატარაობისას. ისე მიეჩვია ამ ყველაფერს, რომ დის გარეშე გარეშე არ იძინებდა. სამი წლის ასაკიდან უკვე ელენე დაგვყავდა სიმღერაზე თამრიკო ჭოხონელიძესთან, კატოსაც უწევდა ჩვენთან ერთად სიარული, რადგან პატარა იყო.


- ვისგან გამოყვათ ბავშვებს სიმღერის ნიჭი?

- სახლშიც ყველა ვმღერით მეტნაკლებად, შეილება პროფესიონალურად არა, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ძალიან გვიყვარს სიმღერა.


- მას შემდეგ, რაც გოგონების ვიდეო გამოჩნდა სოციალურ ქსელში, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში?


- იცით რა, ძალიან სასაცილო ამბავია. ჩემი ორივე ქალბატონი და განსაკუთრებით უფროსი არიან ძალიან მორიდებულები. თითოეული ვიდეოს დადება არის მათთან ომის შედეგი... სასიამოვნოა, ამდენ სითბოს, ყურადღებას, რომ იმსახურებ, საქებარ წერილებს გვწერენ, რაც მთავარია, ეს ემოცია არის ჯანსაღი და იმედი მაქვს, რომ ცუდ ადამიანებად არ გაიზრდებიან. ყველაზე მნიშვნელოვანია, გაამართლონ ხალხის სიყვარული.

mshoblebi

- გარდა სიმღერისა, კიდევ რის მიმართ იჩენენ გოგოები ინტერესს?


- ელენე კარაგად სწავლობს სკოლაში და ამ მხრივ ვერ დავიჩივლებ. ორივენი სუხიშვილების სტუდიაში დადიან ცეკვაზე. ვცდილობთ, გავიდეთ ხოლმე ქალაქგარეთ, უკვე სავალდებულოდ ვაქციეთ წელიწადში თუნდაც ერთხელ მაინც გავიცნოთ კულტურული ძეგლები, ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ზაფხულის რაღაც ნაწილი სოფელში გავატაროთ. მიწასთან ურთიერთობა სულს სხვა ფერებს აძლევს ბავშვების ცხოვრებას.


- თქვენ, როგორც მშობელი, მათ მომავალს როგორ ხედავთ, რა პროფესიის დაუფლება სურთ?


- კატო არის ძალიან სასაცილო ბავშვი. თავიდან ამბობდა, ზუსტად ასე, სოფიკო ჭიარულელივით ქურთი მეეზოვე უნდა გამოვიდეო, სპექტაკლის ნახვის შემდეგ გაუჩნდა ეს აზრი. მოგვიანებით თქვა, მართალია, უზრდელური პროფესია არისო და ზურგით უდგანან ხალხსო, მაგრამ დირიჟორობა მინდაო. საბოლოოდ კი განგვიცხადა, რომ მილიონერობა გადაწყვიტა, ყოველგვარი პროფესიების გარეშე. ახლა ექიმობაზე შეაჩერა არჩევანი, ჯერ პატარაა და კიდევ რას მოიფიქრებს, არ ვიცით. კატო არის ოჯახის მაკვარანცხი, სულ გვაცინებს. რაც შეეხება ელენეს, მას აქვს რაღაც გამოკვეთილი სურვილი, გაჰყვეს მუსიკას, თუმცა სპეციალობაზე არ ჩამოყალიბებულა, მე ვცდილობ, რომ არ ჩავერიო მის გადაწყვეტილებაში და შორიდან ვადევნო თვალი.


 

რუსკა კილასონია

6905
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
დებორა
0
დავტკბი, დავდნიიიიიიი. თქვენ გაიხარეთ, ბავშვებო! სიმღერაც არაჩვეულებრივია, ნეტავ, ვისია.
11:22 / 18-04-2018
უცნობი დეიდა
0
გაიზარდეთ შვილებო სასახელოები,ჯანმრთელები და წარმატებულები! ჩემო ტკბილებო!
23:37 / 17-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?