ორივე სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტე კლასში სწავლობდა ხარაგაულის რაიონში მომხდარ ავარიას ორი 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელშიც ბიჭები ისხდნენ, ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მათი პოვნა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
გარდაცვლილები ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეთერთმეტე კლასში სწავლობდნენ და ეკლესიის სტიქაროსნები იყვნენ და ასევე ერთად ცეკვავდნენ ადგილობრივ ანსამბლში - ალეკო ავალიშვილი და შოთიკო ჭიპაშვილი.