"ბიჭი საბერძნეთშია... არ იციან, შეძლებს თუ არა, ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები"
"ბიჭი საბერძნეთშია... არ იციან, შეძლებს თუ არა, ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები"
1 / 2
Next
25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სადისტურმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა. გოგონას, მისი ოჯახის და სავარაუდო მკვლელის გარშემო უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ბრალდებულს უკვე შეეფარდა პატიმრობა, გოგონას კი ახლობელ-მეგობრები იხსენებენ და ასევე საუბრობენ მის მეუღლეზე ირაკლი აბულაძეზე, რომელიც ამჟამად უცხოეთშია.


თამუნა ირემაშვილი: "როგორი სევდიანი თვალები გაქ ყველა სურათში..არცერთი გაღიმება... ყველაზე დიდი ტკივილი ხარ ჩემთვის, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია... მოუნელებელი ტკივილი იქნები ჩემთვის... როგორ უნდა დაგივიწყო, ეგ არასდროს მიფიქრია..."

ქეთი ჭალისური: "ვზივარ და ვკითხულობ.... რამდენი გეგმა და რამდენი იდეა გვქონდა... ჩემო კალმით ნახატო თამარა...
ყველაფერი თავდაყირა დადგა... ალბათ ერთი-ორი თვე კიდევ მეყოფა ამდენი წლის ნაგროვები მიმოწერის წაკითხვისთვის... მაგრამ რა ვქნა, უკვე ყოველი შენი სიტყვა ძვირფასია..."
mshoblebi
ია გულიაშვილი: „25-ის ათვლა ვერ მოასწრო გოგომ, სექტემბერი უმისოდ მოვა. ვერც სიცოცხლე მოიბეზრა, მისი სიყვარული არ აცალეს. მალე მიწის გულში გადაინაცვლებს - განაჩენი ასეთი გამოუტანა არაკაცმა!
ულამაზესია. ბიჭი შეუყვარდა. მასაც, გაგიჟებით. ჯერ ერთი ვაჟი გაჩნდა, მერე - მეორე, სიყვარულის ნაყოფად. აღზრდის ტვირთი მარტოს დააწვა. ბიჭი საბერძნეთშია. ოჯახში ელიან, არ იციან, შეძლებს თუ არა ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
73874
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
გონიერი
0
შემოიღონ დახვრეტა მკვლელობაზე და ამოვისუნთქებთ. ხალხმა უნდა მოითხოვოს აქციებით დახვრეტის შემმოღება. მკვლელი საზოგადოების სიმსივნეა. სიმსივნის წამალი არის დანა და მოკვეთა. ის გამოვა 10 წელიწადში და ახლა სხვას მოკლავს!!!! შევარდნაძემ გააუქმა თვითონ რომ არ დაეხვრიტათ, ვითომ ევროპელი და ცივილიზებული ვაროო, ამერიკაშია დახვრეტა მიღებული ბევრ შტატში. იმათზე ევროპულები ვართ?
18:35 / 29-04-2018
ნათელა
0
დავწერე და არ გაოაქვეყნეს კიდევ ვიმეორებ და არ გაბედოთ წაშლა ვის რათ უნდა თქვენი ევროპა რომლისთვისაც ცვენი მოქალაქეების მენტალიტი ქვის ხანაშია უნდა დაბრუნდეს დახვრეტა ისევე როგორც ამერიკის ზოგიერთ შტატშია არავიტარი დათმობა მოძალადეებს კეისარს კეისრისა უნდა მიეძღოს.
19:08 / 23-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?