დასვენების დღეებისგან ბავშვები განსაკუთრებით ბევრს ელიან დასვენების დღეებისგან ბავშვები განსაკუთრებით ბევრს ელიან - იციან, რომ მშობლები ამ დღეებში ასრულებენ ყველაზე ტკბილ დაპირებებს, თამაშიც ყველაზე საინტერესო დასვენების დღეებში გამოდის. სამაგიეროდ, მშობელს გაორმაგებული ენერგია სჭირდება შვილების მოზღვავებულ ენერგიას და მოძალებულ ფანტაზიას გაუმკლავდეს. საუკეთესო საშუალებაა, რომ ამ დროს პატარების სახლიდან გაყვანა მოახერხოთ. გარკვეულ პერიოდს სუფთა ჰაერზე გაატარებთ, მაგრამ უფრო განმავითარებელი და შინაარსიანი გართობისთვის ჯობია, რაიმე ღონისძიება შეარჩიოთ.
ბოლო დროს ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ მშობლებს, მეტად შეუწყონ ხელი ბავშვის შემოქმედებით განვითარებას. ეს ყველაზე კარგად აყალიბებს მომავალში ანალიტიკურ აზროვნებას. ძალიან ღირებულია გართობის ის სახეები, როცა ბავშვი საკუთარი ხელით ქმნის რაიმეს. ამიტომაც აღიარეს კრაფტი (ხელსაქმე) ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და განმავითარებელ აქტივობად.
სიზუსტე, დაკვირვება, დეტალებში გარკვევა, შედეგისკენ სწრაფვა - სწორედ ამ უნარებს იყენებს ბავშვი ხელსაქმისას და დაგვეთანხმებით, ყველა მათგანი ძალიან საჭიროა მოზრდილი ადამიანის წარმატებისთვის. სამაგიეროდ, ცოტა ძნელია ხელსაქმით დააკავო ბავშვი, თუ თავად მშობელს არ აქვს ეს გატაცება და შესაბამისი გამოცდილება.
სწორედ ამიტომ „ბიბლუსი გალერეამ“(ჭავჭავაძის 7) საბავშვო მასტერკლასების დღეები დააწესა. ამ პერიოდში ბავშვი პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშაა, მასთან ერთად ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს და გამოცდილოებასაც იღებს. რა თქმა უნდა, ეს ლამაზი ნივთი მისი სახსოვარი ხდება. საფასურს რაც შეეხება, მშობელი იხდის მხოლოდ დამზადებისთვის საჭირო აქსესუარებს, რომლებიც მაქსიმუმ 5 ლარი ჯდება.
სწორედ ასეთი მასტერკლასი 21 აპრილს იგეგმება „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის 7).
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე.