" სხვაგვარად ვერ მოხდებოდა მენიუში საკვების ცვლილება, რადგან კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ცვლილიება ისევ სიმინდის პროდუქტით უნდა მომხდარიყო"
თბილისის ბაგა- ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღების მოთხოვნის საფუძველზე მჭადი ჩაანაცვლდა ღომით, სიმინდის პროდუქციით დამზადებული სხვა კერძით, რადგან ბაღები აპროტესტებდნენ მჭადს.
" სხვაგვარად ვერ მოხდებოდა მენიუში საკვების ცვლილება, რადგან კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ცვლილება ისევ სიმინდის პროდუქტით უნდა მომხდარიყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმინდის ფქვილზე გვაქვს საუბარი, რომელიც ჯანსაღი და საჭირო საკვები პროდუქტია ბავშვისთვის. ღომის გარდა ასევე დაემატა მენიუს სიმინდის ფქვილის ფაფა. მენიუში კიდევ არის ცვლილება. სამხარზე ვაშლის ნაცვლად იქნება ვაშლის კომპოტი", - აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
რუსკა კილასონია