არადა, მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა „პირველი არხის“ ტექნიკურ პროდუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. არადა, მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა. 31 წლის პროდუსერმა ძვირად ღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიატარ. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა. მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს ბოლო ოპერაცია 4 აპრილს თურქეთში ჩაუტარდა.
მარიამი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ყოველ დილით დარბოდა, ამიტომ მძიმე
დაავადებას ვერაფერს უკავშირებს.
- ღამით თითქოს ვიხრჩობოდი, ვერ ვწვებოდი. მთელ ღამეებს ბალიშზე მიყუდებული ვატარებდი. ფეხზე ყოფნისას საერთოდ არაფერს ვგრძნობდი.
ერთ-ერთ ცნობილ ექიმს მივაკითხე, ექოსკოპიაც გადამიღო კისრის არეში და მითხრა არაფერი გჭირსო. ამ დროს სისხლის ანალიზში ცვლიბები იყო, მაგრამ ექოსკოპიამ ყველაფერი გააქარწყლა. ექიმის დასკვნა მაქვს, რომ არაფერი მჭირს.
ეს ექიმი მუშაობს ცნობილ კლინიკაში, რომელიც საქართველოში მაღალი დონის საავადმყოფოდ ითვლება. თან ტრაბახობს 8 წელი გერმანიაში მუშაობდა და არაფერი შეეშლებოდა.
მითხრეს ნერვოპათოლოგი გჭირდებაო. წავედი ნერვოპათოლოგთან, მან მიტხრა არაფერი გჭირს, რაღაცეებს იგონებ და ფსიქიატრი უფრო გჭირდებაო.
მარი მალაზონიას დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან დაიჟინა, დავით მეტრეველთან მიდიო. მხოლოდ დავით მეტრეველი მიხვდა რა მჭირდა. განაგრძეთ კითხვა