გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას 3 თვის თომა მოინათლა როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდი იუწყება, პატარა თომა მარგველაშვილი გაქრისტიანდა. აქამდე მის ფოტოებს სოციალურ ქსელში არ ავრცელებდნენ, ახლა კი საზოგადოებას მისი გაცნობის საშუალებაც მიეცა.
თომა 16 იანვარს დაიბადა და უკვე სამი თვისაა. როგორც მამამისმა აღნიშნა ერთხელ, "თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა".
ვულოცავთ პატარა თომას გაქრისტიანებას.
თეკლა ჟვანია