"ჯერ მოსულიყო და გაეგო, რა მდგომარეობა იყო, შენი ფანტაზიის ნაყოფი რომ დადე, პიარი გაიკეთე..." რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოზე პატარა ბავშვი იყო გადაღებული, რომელიც ოჯახის წევრს სახლში წაყვანას სთხოვდა.
მოგვიანებით, ამ ფაქტზე განმარტება გააკეთა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა (რა ბედი ეწია თემქის სკოლა-პანსიონიდან გამოქცეულ ბავშვს, რომელიც მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვდა).
ამჯერად კი ფაქტს სოციალურ ქსელში ბავშვის დედა, დონარა ცხვარაძე გამოეხმაურა.
"უცვლელად გთავაზობთ: ნამდვილად არ მიყვარს სტატუსების წერა, მაგრამ იძულებული გავხდი, რომ დავწერო. ეს გუშინდელი ვიდეოების დამდებს ქალბატონო თამუნა თორიას ეხება, რომელმაც ტყუილი ორი ინფორმაცია დადო, ჩემი შვილის და ოჯახის შესახებ. ჯერ მოსულიყო და გაეგო, რა მდგომარეობა იყო, შენი ფანტაზიის ნაყოფი რომ დადე, პიარი გაიკეთე საიდან მოიტანე რომ ბავშვი თემქის ბავშვთა სახლიდან გამოქცეული იყო, ჩემი შოთიკო 11 წლისაა და ის ავადაა. განაგრძეთ კითხვა