ბავშვი 3 კილო და 800 გრამია ბრიტანეთის პრინც უილიამს და ჰერცოგინია კეტრინს მესამე შვილი გაუჩნდათ. პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას ძამიკო გაუჩნდათ. ბიჭი 3 კილო და 800 გრამია, ლონდონში წმინდა მარიამის საავადმყოფოში გაჩნდა.
პრინცი ჯორჯი 4 წლისაა, შარლოტა - 2-ის.
ახლა ბუკმეკერები იმაზე მსჯელობენ, რას დაარქმევენ ბავშვს. ასეთი ვერსიები აქვთ - ალბერტი, არტური და ფრედი.