"მგონია, რომ ვინც იგინება, ისინი ქართველები არ არიან"
რიჩარდ ოიოპადი ის ბიჭია, რომლის ქართველ გოგონაზე დაქორწინებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ტვ-"პირველის" ეთერში მისი და ქართველი გოგოს ქორწინების ფოტოზე დაწერილ კომენტარებს გამოეხმაურა:
"არ მინდა ბევრი ვილაპარაკო. 11 წელია ვცხოვრობ საქართველოში, ვარ მართლმადიდებელი და ქართველების სიძე. 3 წელი ვიცხოვრე თბილისში, 8 წელი კი გორში ვცხოვრობ. თავიდან საქართველოში მე ასეთი რამ არ მინახავს. ფეისბუქში ასეთი ამბები რომ იყო, ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა, არ ვიცი, რამდენი ადამიანი იგინება, ალბათ ათი, თუმცა საქართველოში ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს, კარგი გული აქვთ... მაგრამ რაც ამ სამ დღეში მოხდა, ეს ვერ გავიგე რა იყო. გორში ასეთი რამე მომხდარიყოს ჩემ მიმართ, არ მახსენდება. მთელ შიდა ქართლს ვიცნობ მე. გამარჯობას მეუბნებიან, ასეთი რამე გორში არ ხდება. ძალიან გული მტკივა, მე მგონია, რომ ვინც იგინება, ისინი ქართველები არ არიან".