იგი მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული იყო ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სიმსივნეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა.
ნინო საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი, ქვეყნის ექვსგზის ჩემპიონი (5-ჯერ ქალებში, ერთხელ - ვაჟებში) და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული იყო.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებისას, 2017 წელს, საქართველოში, ყველაზე მეტი შემთხვევა სარძევე ჯირკვალს უკავშირდება. ამის შემდეგ მოდის საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ხოლო შემთხვევათა სიხშირით მესამე ადგილზე ფარისებრი და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების სიმსივნეა.
2015 წლიდან საქართველოში ახალწარმონაქმნების აღრიცხვიანობის ახალი სისტემა- კიბოს პოპულაციური რეგისტრი მოქმედებს.
წაიკითხეთ ასევე:
ქართველი ონკოლოგების საგანგებო განცხადება: "მდგომარეობა საგანგაშოა"