"მინდა, გაზეთის საშუალებით ნათიას მივმართო: შვილო, შეიძლება გული გეტკინოს, ასე საჯაროდ რომ ვყვები ყველაფერს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვე... " იმდენად დაუჯერებელია ეს ისტორია, რომ შესაძლოა, ვინმეს გამოგონილიც ეგონოს, თუმცა სინამდვილეა და ნამდვილი გმირები ჰყავს... ყველაფერი 1984 წლის 16 აგვისტოს დაიწყო... არაოფიციალურად დაქორწინებულ ზუგდიდელ ფატიმა ქირიას მეუღლისგან შვილი შეეძინა. ეს ფაქტი ახალგაზრდა ქალის ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამას დაემთხვა
ისიც, რომ ფატიმას მეუღლე დაიჭირეს. ორსულობის დროს ქალს ნაყოფის მოშორებას აიძულებდნენ, მაგრამ ის წინააღმდეგი იყო, მშობიარობის შემდეგ კი ოჯახმა ულტიმატუმი წაუყენა: სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდები, თუ ბავშვს სამშობიაროში დატოვებო. ქალი შინ ჩვილის გარეშე დაბრუნდა, ახალშობილი კი სენაკის სამშობიაროდან ჯერ - ქუთაისის, შემდეგ კი წყნეთის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, მერე კი კვალი გაქრა...
შარშან ივლისში ფატიმას ახალგაზრდა ქალი ესტუმრა, რომელიც მისი 33 წლის წინ დაკარგული შვილი, ნათია აღმოჩნდა... ფატიმა ქირიასთან მაშინ ინტერვიუ ჩავწერეთ, მაგრამ მისივე თხოვნით, არ დაიბეჭდა, რადგან ელოდა დნმ-ის ანალიზს, თუმცა, ნათია ანალიზის პასუხებთან ერთად ისევ გაუჩინარდა.
ფატიმა ქირია: - მაშინ ჩემმა გოგონამ მთხოვა, ანალიზის პასუხებამდე არ გამეხმაურებინა ეს ამბავი. მითხრა, რამდენიმე თვეში, როცა პასუხი იქნება, დადებითის და უარყოფითის შემთხვევაშიც დაგირეკავ და გაგაგებინებო, მაგრამ პირობა არ შეასრულა, მე კი ერთი წელი მოთმინებით ველოდი მის გამოჩენას. მაპატიე, შვილო, რომ ეს ისტორია ერთი წლის შემდეგ სააშკარაოზე გამომაქვს, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე... 33 წელი ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი, რომ სიკვდილამდე ერთხელ მაინც მენახა ჩემი შვილი. ეს ნატვრა ამიხდა, მაგრამ ნათია კვლავ გაუჩინარდა. მინდა, თავიდან გიამბოთ ყველაფერი, რომ გაიგოთ, რა ტანჯვა გამოვიარე... "
დაბადებიდან ვკოჭლობ. ამის გამო მშობლებსა და დედმამიშვილებს ჩემი რცხვენოდათ, მათგან გამუდმებით დამამცირებელ სიტყვებს ვისმენდი. საშინელებაა, როცა დედა ინვალიდს გეძახის. ვერ წამოედგინათ, რომ ფიზიკური ნაკლის გამო შეიძლებოდა ოდესმე მეც შემექმნა ოჯახი... ერთ თანასოფლელ ბიჭს შევუყვარდი, მერე ჯარში წავიდა და წერილებს მიგზავნიდა, მაგრამ ფოსტალიონს ჩემი მშობლები და დები ართმევდნენ. ჩემი და მის ოჯახშიც მისულა, კოჭლი ქალი რამ მოაწონაო. მერე იმ ბიჭის დედამ მითხრა ყველაფერი...
გავიდა ხანი და ფატიმას ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა... დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ სამი თვის ფეხმძიმე იყო, მეუღლე რომ დაიჭირეს. მერე დაიბადა გოგონა, მაგრამ... განაგრძეთ კითხვა