"ყავს 6 შვილი, რომლებიც თინეიჯერები არიან, თავისი ასაკის სხვა თინეიჯერებთან აქვთ ურთიერთობა" მამა პეტრემ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.
„SOS!..
ე.წ. ღამის კლუბების გასაგონად... ამ ეტაპზე კონკრეტული დასახელებისაგან თავს შევიკავებ... თუ ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყვება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც არასრულწლოვნებს, ყოველგვარი "ფეისკონტროლის" გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ...
17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!..“
რამ გამოიწვია მამა პეტრეს აღშფოთება, ამის გასარკვევად „რეიტინგი“ სასულიერო პირს დაუკავშირდა.
- სასულიერო პირი ვარ, ასეც რომ არ იყოს და აღსარებებს არ ვიბარებდე, მყავს 6 შვილი, რომლებიც თინეიჯერები არიან, თავისი ასაკის სხვა თინეიჯერებთან აქვთ ურთიერთობა და შესაბამისად, მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, სად რა ხდება. ბავშვები მუსიკის მოსასმენად სხვადასხვა ადგილზე დადიან, ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ვაკონტროლო ისინი. ახლა რთული ასაკი აქვთ, თავიანთ თავთან არიან წინააღმდეგობაში და განსაკუთრებით საჭიროა ყურადღება. თბილისში არის კლუბები, სადაც არავინ აკონტროლებს, ვინ შედის და როგორ ერთობა, რა იყიდება, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება. განაგრძეთ კითხვა