ერთ ძველ თბილისურ ეზოში პირველ სართულზე ვცოვრობ ჩემი ოჯახით მე, ერთ ძველ თბილისურ ეზოში პირველ სართულზე ვცოვრობ ჩემი ოჯახით, დედაჩემი მეორეზე ცხოვრობდა, ჩემს ზემოთ. ამ ბინებს დღესაც ხის ღია კიბე აერთიანებს. ყოველ დილით სამსახურში მიმავალს ზემოდან გადმომძახებდა (ეტყობოდა მისაფრდებოდა), მიმაბრუნებდა, რომ შემოეხედა და ამის გასამართლებლად რამე უმნიშვნელოს მეტყოდა, განსაკუთრებით ხშირად მკითხავდა ცხვირსახოცი თუ მქონდა, არ ვიცი რატომ..
ერთ დილით გადმომძახა:
- მიდიხარ?
გავჩერდი, შემოუბრუნებლად ვუპასუხე:
- მივდივარ.
- ფული გაქვს?
- მაქვს.
მაინც არ მოვბრუნდი, ფული ამოვიღე და ზევით ავიშვირე.
- ცხვირსახოცი? იგივე გავიმეორე. მოკლედ, ვერ მიმახედა, არადა ვიცი უნდა რომ შევხედო.
- აბა მოიხედე.
მივიხედე.
- წარბებზე ხელი გადაისვი.
ვინც ჩემი სიფათი იცის ეს რჩევა არ გაუკვირდება. ბუზღუნით გავეცალე იქაურობას.
ნეტა კიდევ მეძახდეს...
დიმიტრი ვარძელაშვილი