ატრაქციონები საქართველოშიც არის, თუმცა ისინი ნამდვილად ვერ შეედრება იმ პარკებს, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ ატრაქციონები გახლავთ ბავშვების (და არამხოლოდ ბავშვების) საყვარელი ადგილი. საქანელები, კოსტიუმირებული შოუ-პროგრამები, დიდი მხიარულება და ექსტრემი ნორმის ფარგლებში, ძალიან დადებით გავლენას მოახდენს თქვენი შვილების განწყობაზე და სასიამოვნო მოგონებებითაც უზრუნველყოფს მათ მომავალს.
ატრაქციონებზე შესაძლოა არამხოლოდ სასიამოვნო დროის გატარება, არამედ საყვარელ ზღაპრის გმირებთან შეხვედრებიც, რაც საოცარ ეიფორიასა და ბედნიერებას ჰგვრის ყველა ბავშვს.
სწორედ ამიტომ, ყველა მშობელი ვალდებულია, გაანებივროს შვილი მსგავსი ბავშვური სიხარულით.
ატრაქციონები საქართველოშიც არის, თუმცა ისინი ნამდვილად ვერ შეედრება იმ პარკებს, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ და რომელთა მოსანახულებლადაც მოგზაურობა მოგიწევთ.
იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობისთვის საჭირო თანხა არ გაქვთ ან მხოლოდ ნაწილს ფლობთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ Kimbi.ge-ს და მიიღოთ სწრაფი, ონლაინ, სამომხმარებლო სესხი რამდენიმე წუთში.
Kimbi-ში გაიცემა 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის კრედიტები 24 თვის ვადით.
თანხის მისაღებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს https://www.kimbi.ge/, შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი და კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, ფულს მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.
რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ატრაქციონებს, მათ შორის საუკეთესოდ, რა თქმა უნდა, ითვლება ფლორიდის დისნეილენდი.
ატრაქციონების აღნიშნული პარკი აშშ-ს შტატ ფლორიდაში მდებარეობს და ის საბავშვო გართობის მთავარი ეპიცენტრია.
მეორე პოზიციაზეა ტოკიოს დისნეილენდი, რომელიც მართალია პირველ ადგილზე ვერ მოხვდა, მაგრამ მისი სტუმრების ყოველწლიური რაოდენობა დაახლოებით 3 მილიონი ადამიანით აღემატება აშშ -ს დისნეილენდის ყოველწლიურ ვიზიტორთა რაოდენობას.
მესამე პოზიციაზეა აშშ-ს შტატკალიფორნიის დისნეილენდი.
საუკეთესო ატრაქციონებს შორისაა იაპონიაში მდებარე უნივერსალ სტუდიოს დისნეილენდი. მას ყოველწლიურად სტუმრობს 10 მილიონზე მეტი სტუმარი.
დისნეის ატრაქციონებს შორის სტუმართა სიმრავლით ასევე გამოირჩევა ფლორიდაში მდებარე ატრაქციონი „დისნეის ცხოველთა სამყარო“. ის ბუენავისტას ტბასთან არის განლაგებული და სტუმრებს ბევრ საინტერესო სანახაობას სთავაზობს.
დისნეილენდის ფილიალებს შორის ასევე განთქმულია პარიზის დისნეილენდი, რომელიც ძალიან მოსწონთ პატარებსაც და მათ მშობლებსაც. აღნიშნული პარკი იმდენად პოპულარულია, რომ ბევრს შესაძლოა გაუკვირდეს კიდევ, რომ პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა.
და ბოლოს, აუცილებლად აღსანიშნავია ჩინეთში მდებარე ატრაქციონი სახელად Chime-LongOceanKingdom. ის მდებარეობს კუნძულ ჰენგქინზე და ყოველწლიურად იღებს ხუთ მილიონზე მეტ სტუმარს. აღნიშნული პარკის არაერთ ღირსებას შორის არის ის ფაქტი, რომ აქ სანახაობები გელით არამხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყლის ქვეშაც.