ყველაფრისთვის კი მხოლოდ სურვილი არ კმარა, საჭიროა სპეციფიური ცოდნა და ზოგჯერ ფინანსებიც იყო მშობელი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, აუცილებლობას წარმოადგენს, რომ სწორად მიუდგე ბავშვთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და განსაკუთრებით კი სწორი აღზრდის ძირითად პრინციპებს.
ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ სურვილი არ კმარა, საჭიროა სპეციფიური ცოდნა და ზოგჯერ ფინანსებიც.
თქვენი შვილის აღზრდისთვის საჭირო ნივთებისა და სერვისების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ vivusge, სადაც გაიცემა სესხი უზრუნველყოფის გარეშე.
რაც შეეხება სპეციფიურ ცოდნას, ეს ფართო ცნება გახლავთ და ამ სტატიაში მასში შემავალ რამდენიმე მარტივ ფაქტს გაგაცნობთ.
ფაქტი N1 - პრობლემური, რთული, გაუგონარი და კომპლექსიანი ბავშვები, გახლავთ მათ ოჯახში არასწორად ფორმირებული ურთიერთობების შედეგი. ფაქტი N2 - ბავშვთან უკმაყოფილება უნდა გამოთქვათ მის ცალკეულ ქცევებსა და თვისებებზე და არა თავად ბავშვზე. ნუ ეტყვით შვილს, რომ ის ცუდი ბავშვია, უთხარით, რომ ის ცუდად მოიქცა როდესაც ჩაიდინა ესა თუ ის არასწორი საქციელი. ფაქტი N3–საკუთარი თავის განვითარება და განათლება გახლავთ მშობლის მიერ გადადგმული ერთ -ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ნაბიჯი ბავშვის აღზრდის საქმეში. თუ შვილის სწორად აღზრდა გსურთ, ამისათვის ჯერ საკუთარი თავი უნდა აღზარდოთ. ფაქტი N4 - რაც უფრო მეტ დროს უთმობს ბავშვი თამაშს, მით უფრო ნაკლებად შფოთიანი და დეპრესიულია ის. მეცნიერთა დაკვირვებების თანახმად, ბავშვს თამაში ჰაერივით სჭირდება, რადგან ეს ხელს უწყობს მის ჰარმონიულ განვითარებას. ფაქტი N5 - ბავშვისთვის აუცილებელია, რომ იყოს ცნობისმოყვარე. მშობელი ვალდებულია, მას ეს თვისება გაუღრმავოს. ფაქტი N6 - ბავშვისთვის სასარგებლოა თავისზე უფროსებთან ურთიერთობა. ეს მათ სხვებზე დაკვირვებისა და სიმშვიდის მოპოვების საშუალებას აძლევთ. უფროსებთან ურთიერთობა ასევე, უადვილებს პატარებს საკუთარ თანატოლებთან კომუნიკაციას. ფაქტი N7 - ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია მშობლის მხარდაჭერა. ეს მას აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ ის უყვართ და არის დაცული. ფაქტი N8 - ბავშვმა მცირე ასაკიდან უნდა იცოდეს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. ამიტომ, მშობელი მას კარგ სამსახურს გაუწევს, თუ ამას ადრეულ ასაკშივე ასწავლის. ფაქტი N9 - ბავშვი ხშირად უნდა გრძნობდეს თავს ბედნიერად. ეს კარგია არამხოლოდ მისი ფსიქიკისთვის, არამედ მისი ორგანიზმის განვითარებისთვისაც, რადგან ბედნიერებისას გამოიყოფა ის ჰორმონები, რომლებიც ადამიანის სხეულისთვის სასარგებლო გახლავთ. ფაქტი N10 - ხშირი ჩახუტება ნებისმიერ ადამიანს აბედნიერებს და ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. საყვარელ ადამიანებთან კონტაქტი მათში ბედნიერებას იწვევს.